აქტუალური
თბილისის სტატისტიკის ბიურო თბილსტატის ნაცვლად

saqstatiXსაქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში რეორგანიზაციის შედეგად, თბილსტატის ნაცვლად ახალი სტრუქტურული ერთეული –თბილისის სტატისტიკის ბიურო შეიქმნა.

საქსტატის ინფორმაციით, თბილისის სტატისტიკის ბიუროს შექმნის ძირითად მიზანს წარმოადგენს რესპონდენტებთან აქტიური დიალოგის, გამარტივებული მომსახურებისა და კონსულტაციის უზრუნველყოფა, ელექტრონული სერვისებისა და ინფრასტრუქტურის ცვლილების გზით თანამედროვე კომფორტული სერვისის უზრუნველყოფა.

„მომსახურების სისტემის განახლება წინაპირობაა სანდო და საიმედო ინფორმაციის მოპოვებისა და სტატისტიკური საქმიანობის განვითარებისთვის“, – აღნიშნავენ საქსტატში.