აქტუალური
2024 წლის ბიუჯეტის პროექტით, თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება 240 მლნ ლარამდე იზრდება

 საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. მომავალი წლის ბიუჯეტით, თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება 240 მლნ ლარამდე იზრდება.

2024 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი ზრდა და თავდაცვის ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობების განვითარებისათვის 330,0 მლნ ლარია გათვალისწინებული.

თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1 370,0 მლნ ლარი, რაც 2023 წლის დამტკიცებულ გეგმას 110,0 მლნ ლარით აღემატება. გამოყოფილი თანხის ფარგლებში თავდაცვის ინფრასტრუქტურისა და მისი შესაძლებლობების განვითარებისათვის გათვალისწინებულია 330,0 მლნ ლარი; შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1 210,0 მლნ ლარი, რაც 2023 წლის დამტკიცებულ გეგმას 104,0 მლნ ლარით აღემატება. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გათვალისწინებულია 205,0 მლნ ლარი“, - ნათქვამია დოკუმენტში.