უწინარესად, საქინფორმს სურს „გაახაროს“ რადიკალური ოპოზიციისთვის მომუშავე ქართული პროპაგანდისტული სატელევიზიო კომპანიები: შავი ზღვის ფლოტის სარდალი, ადმირალი ვიქტორ სოკოლოვი, რომლის დაღუპვის შესახებ სევასტოპოლში რფ-ის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად მუდმივად გადმოსცემდნენ 22 სექტემბრიდან, გუშინ ესწრებოდა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის სხდომას. საინტერესო იყო იმის ყურება, თუ როგორ იტყობინებოდა ამის შესახებ - უკვე მეასედ! - ტელეკომპანია „მთავარი არხი“, ხოლო პარალელურად რუსული ტელეარხები გადმოსცემდნენ რფ-ის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს გამოსვლას კოლეგიის სხდომაზე, რომელსაც ცოცხალი და საღ-სალამათი სოკოლოვი ესწრებოდა...
ახლა - მთავარის შესახებ. ბოლო დღეების მოვლენები, რომლებსაც ერთი პროდასავლური ლაიტმოტივი აქვს, არავის დარჩებოდა შეუმჩნეველი საქართველოსა და მსოფლიოში:
- 22 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე, სადაც კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება საქართველოს მთავარ პრიორიტეტებზე/პრობლემებზე - რუსული ოკუპაცია, ევროკავშირისა და ნატოსკენ უალტერნატივო სწრაფვა და სოლიდარობა უკრაინასთან;
- 25 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რუმინეთში ევროატლანტიკური მდგრადობის ცენტრში გამოსვლისას პრაქტიკულად გაიმეორა ის, რაც პრემიერმა თქვა გაეროში და დასძინა - „იმედი მაქვს, რომ მომავალ ათწლეულში (ე.ი. 2030-2040 წლებში) საქართველოს ცაზე გაიხსნება ევროკავშირისა და ნატოს საოცნებო ქოლგა“.
- 23 სექტემბერს საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირიდან იმპორტირებული მანქანების რუსეთში ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის აკრძალვა დააწესა.
„ქართული ოცნების“ ასეთი ტაქტიკა, განსაკუთრებით ყარაბაღის მოვლენების ფონზე, მხოლოდ საკმაოდ სარისკო თამაშებად შეიძლება შეფასდეს: საქართველოს შესახებ ევროკომისიის შუალედური/საბოლოო ანგარიშების მოლოდინში - მიენიჭოს თუ არა მას ევროკავშირის წევრის სტატუსი; რადიკალური ოპოზიციის მიერ, ხელისუფლების პრორუსობაში ხელოვნურად დადანაშაულების მიზნით, სკანდალების სერიის შემდეგ, „ქართული ოცნება“ დასავლეთის წინაშე ახდენა თავისი ურყევი ერთგულების დემონსტრირებას ევროატლანტიკური ღირებულებების მიმართ ყველა პოზიციაზე - ნატო, ევროკავშირი, 12 რეკომენდაცია.
ოღონდ, გადაუჭარბებლად, „სახის დაუკარგავად“, თუ გავითვალისწინებთ თავად სააკაშვილის რადიკალური ოპოზიციის რიგებში არსებულ დაბნეულობას: რომელი მხარე დაიკავოს პოლონეთისა და უკრაინის წაკიდებაში? რით დამთავრდება დასავლეთის „დაქანცულობა“ „გაუმაძღარი“ უკრაინითა და მისი ფეთხუმი, გათავხედებული ლიდერით, ვაშინგტონის მიერ კიევისთვის გაგზავნილი ჩამონათვალის გათვალისწინებით - რა რეფორმები უნდა გატარდეს, როგორ უნდა მოახდინონ ანგარიშის ჩაბარება გახარჯული მილიარდობით დახმარებისთვის და მოთხოვნა თითოეულ სტრუქტურაში ამერიკელი კურატორების დანიშვნის შესახებ? დაიტოვა თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ საკმარისი სივრცე პოლიტიკური მანევრებისთვის სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, თუ, „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად, მოიჭრა „ხსნისკენ მიმავალი ყველა გზა“?
საქინფორმი
2023 წლის 27 სექტემბერი
საქართველო, თბილისი