აქტუალური
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6750 ლარი გახდა

 საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6750 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6750 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6412 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0338 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8631 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.8271 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0360 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.