უცხოეთი
აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ოპერაცია“ შეაჩერეს

 საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანმა ყარაბაღის რეგიონში „ანტიტერორისტული ოპერაცია“ შეაჩერა.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებები, ყარაბაღის რეგიონში განლაგებული არალეგალური სომხური შეიარაღებული ფორმირებები ყრიან იარაღს, ტოვებენ საბრძოლო პოზიციებს და სამხედრო პუნქტებს და მთლიანად ახდენენ განიარაღებას.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცახდებით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ტოვებენ აზერბაიჯანის ტერიტორიას, არალეგალური სომხური შეიარაღებული ფორმირებები იშლებიან, ამავდროულად, ყველა იარაღს და მძიმე ტექნიკა აბარებენ.

ბაქოში აცხადებენ, რომ ზემოაღნიშნული პროცესების განხორციელება უზრუნველყოფილია რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტთან კოორდინაციით.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევლახში გაიმართება შეხვედრა ყარაბაღის სომეხი მცხოვრებლების წარმომადგენლებთან.

მანამდე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსი მშვიდობისმყოფელების შეთავაზებას დათანხმდნენ.

1tv.ge