უცხოეთი
თეთრი სახლი - ჯო ბაიდენს სურს, ვოლოდიმირ ზელენსკისგან ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინოს

 საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მოუთმენლად ელის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას, რათა მისგან პირადად მოისმინოს ინფორმაცია უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ, კერძოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტრშეტევაში მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა.

"პრეზიდენტი მოუთმენლად ელის პრეზიდენტ ზელენსკისგან მოისმინოს ინფორმაცია უკრაინის კონტრშეტევის შესახებ, ისევე როგორც პროგრესის შესახებ, რომელსაც ისინი აღწევენ - ერთგვარი საკუთარი შეფასება იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურება სიტუაცია ბრძოლის ველზე", - აღნიშნა კირბიმ. მისი თქმით, შეხვედრა "კრიტიკულ მომენტში" იმართება იმ ფონზე, როცა უკრაინის სამხედრო ძალები აგრძელებენ წარმატების მიღწევას კონტრშეტევაში, რუსეთი დახმარებისთვის ისეთ ქვეყნებს მიმართავს, როგორიც ჩრდილოეთ კორეაა და საერთაშორისო საზოგადოება ერთიანდება უკრაინის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით "რამშტაინის" ფორმატში.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის კონგრესში მისვლასაც გეგმავს: „კონგრესის წევრებისთვის მნიშვნელოვანია, პირდაპირ პრეზიდენტ ზელენსკისგან მოისმინონ ყველაფერი, რასაც პრეზიდენტი ბაიდენი მოისმენს მისგან“, - აღნიშნა კირბიმ.

interpressnews.ge