საზოგადოება
საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა 2023 წლის იანვარ-ივნისის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლები.
საქსტატის განმარტებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში ცოცხლად დაბადების რიცხოვნობა 1 259-ია, გარდაცვალების შემთხვევა კი - 2 025.
ასევე, საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ მაჩვენებლებში ვკითხულობთ, რომ 2023 წლის პირველი 6 თვის მონაცემით, სამეგრელო-ზემო სვანეთში რეგისტრირებულია ქორწინების 950 და განქორწინების 754 შემთხვევა.
უწყების ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 2023 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებული 19 431 ბავშვია. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 21 944 ადამიანი.