აქტუალური
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ თუ არ ვცემთ პატივს ჩვენს კონსტიტუციას, სხვას ეს კონსტიტუცია მაკულატურა ეგონება

  საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. ჩვენ თუ არ ვცემთ პატივს ჩვენს კონსტიტუციას, სხვას ეს კონსტიტუცია მაკულატურა ეგონება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, კონსტიტუცია ჩვენი დასაცავია.

თუ დავუშვით ის, რომ შეიძლება, ვიღაცამ საკუთარი გემოვნებით ან რაღაც კეთილშობილი მიზნებით თქვას, კონსტიტუცია კონსტიტუციაა, მაგრამ თუ პრეზიდენტი და სახელმწიფოს მეთაური ჩათვლის, რომ არის უფრო სხვა მიზნები, რომელიც მას პირადად მიაჩნია უზენაესად, მას შეუძლია, კანონი დაარღვიოს, ამას არანაირი კავშირი არ აქვს კანონის უზენაესობასთან, ევროპასთან და სხვათა შორის, არც ქართულ სამართლებრივ ტრადიციასთან.

გასაგებია, რომ უცხოეთიდან შეიძლება, სხვადასხვა მოწოდებები იყოს. ევროპარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა ისიც თქვა, არ მაქვს მე წაკითხული კონსტიტუცია, მაგრამო. შეიძლება, ჩვენი კონსტიტუცია ვიღაცისთვის არაფერს ნიშნავს, მაგრამ თუკი ვინმესთვის არ ნიშნავს, სწორედ იმიტომ არ ნიშნავს, რომ ხედავენ ასეთ დამოკიდებულებას ქვეყნის შიგნით. ხედავენ, რომ კონსტიტუციას პატივს არ სცემენ პოლიტიკის გარკვეული წრეები და რა თქმა უნდა, თუ ჩვენ არ ვცემთ პატივს ჩვენს კონსტიტუციას, სხვას ეს კონსტიტუცია მაკულატურა ეგონება. ამიტომ არის ეს მნიშვნელოვანი. ეს კონსტიტუცია ჩვენია და ჩვენი დასაცავი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.