პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველო ამირანია, რომელსაც თეთრთავიანი არწივი აწამებს!

   საქართველოში ელიტების პიარ-ომი უფრო მაღალ რეგისტრში გადავიდა - ხელისუფლება იბრძვის იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, ოპოზიცია კი იმისათვის, რომ არჩევნების გამარჯვებით ერთ წელიწადში ხელისუფლებად იქცეს. საქართველოში ძალიან ცოტაა პასუხისმგებლიანი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსი, ვისაც ხელისუფლებაში მხოლოდ თავისი მაღალი თანამდებობა აკმაყოფილებს, უმრავლესობისთვის ხელისუფლება ნიშნავს დიდ ფულს, საკუთარი ბიზნესის დაცვას, რის გამოთაც ხელისუფლება ასეთი მიმზიდველია.

   საქართველოში „ბიზნესის“ ცნება ასევე სცდება ტრადიციული გაგების ფარგლებს - კომპანიებსა და შპს-ებზე არანაკლებ მომგებიანია ეგრეთ წოდებული „სამოქალაქო სექტორი“ - არასამთავრობო ორგანიზაციები და პროპაგანდა მედიაში, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდება. ამიტომ საქართველოში ელიტები იყოფა არაფორმალური ნიშნითაც - ისინი, ვისი ბიზნესიც რუსეთს უკავშირდება (ისეთები არიან ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც), და ისინი, ვინც მიზნობრივ გრანტებს იღებენ აშშ-სა და ევროპიდან. მეორენი მტრობენ პირველებს (დავარქვათ მათ პირობითად "დასავლელები" და "პრორუსები"), რადგან გულში მათი შურთ: "დასავლელებს" ესმით, რომ მათი ბიზნესი - ევროატლანტიკური „ღირებულებების“ პოპულარიზაციაა, უმცირესობათა უფლებების დაცვა და საქართველოს „პრორუსი“ ხელისუფლების კრიტიკა - დამოკიდებულია პოლიტიკურ კონიუნქტურაზე, ხოლო „პრორუსების“ ბიზნესი ხელშესახები საქონელია - ვაჭრობა, იმპორტ-ექსპორტი, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ინვესტიციები და ტრადიციული ბიზნესის სხვა სახეობები, რომელიც უკავშრდება ეკონომიკურ ბაზისს და არა იდეოლოგიურ ზედნაშენს.

პირველებიცა და მეორეებიც ელექტორატის მოზიდვას ცდილობენ, ამიტომ „შავი“ პიარის მიზანი მოწინააღმდეგის დისკრედიტაციაა. ოპოზიციის პრეზიდენტი ზურაბიშვილი, მთავრობის სანქციის გარეშე, კონსტიტუციის დარღვევით, ახორციელებს ევროპულ ტურნეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ აგიტაციის მიზნით, ხოლო ევროკავშირის ლიდერები მას ხელგაშლილი ხვდებიან; მთავრობას ადანაშაულებენ, რომ მისი დაუდევრობის გამო რაჭასა და გურიაში სტიქიის მძვინვარებას ასეთი დამანგრეველი შედეგები და ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა, აჭარაში კი შუახევის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ჟონავს, რაც უთუოდ გამოიწვევს კატასტროფას; რომ 2021 წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უარი თქვა აშშ-ის თავდაცვის მდივნის უპრეცედენტო წინადადებაზე საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის - „ქვეყნის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტის“ გახსნის შესახებ; ხოლო პრემიერ-მინისტრმა, თურმე, ფაქტობრივად ხელი ჩაყო სახელმწიფო ხაზინაში - გამოიყენა № 1 ავიაბორტი პირადი მიზნებისთვის აშშ-ში და უკან გასაფრენად! ოპოზიციის ბოლო პიარ-შეტევა კი ისაა, რომ აშშ-მა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა საქართველოს ყოფილი გენპროკურორი ოთარ ფარცხალაძე: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე ოთარ ფარცხალაძე მოიხსენიება, როგორც „რუს-ქართველი ოლიგარქი“, რომელიც მუშაობს რუსეთის საკონსალტინგო სექტორში. იქვე ნათქვამია, რომ ФСБ-ს ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო, რომლის მიმართაც ასევე დაწესებულია სანქციები, დაეხმარა ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მოპოვებაში. ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მოგზაურობს რუსეთში. ონიშჩენკომ და ФСБ-გამოიყენეს ფარცხალაძე, რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ. არსებული მონაცემებით, ფარცხალაძემ პირადად მიიღო სარგებელი რუსეთის ფედერაციის ФСБ-სთან კავშირით“, - აცხადებენ აშშ-ს სახდეპში.

   ამ ყველაფერს ხელისუფლებამ ძალიან არადამაჯერებლად უპასუხა - აპრიორი ჩასავარდნად განწირული პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურით; დაპირებით, რომ გამოიძიებს პრეზიდენტი სააკაშვილის მიერ სახელმწიფო ავიატრანსპორტის პირადი მიზნებისთვის გამოყენების ყველა ფაქტს და ისიც - მრავალი თავის მართლების შემდეგ; ამერიკულ სამხედრო ბაზის თემის უარყოფით და სუს-ის დაპირებით ფარცხალაძის დასანქცირების მიზეზების გარკვევასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნება“ ყოველთვის აგებდა „ნაცმოძრაობასთან“ Public Relation-ის კუთხით, რადგან ხელისუფლებას არ ჰყავს კვალიფიციური კადრები - ანალიტიკოსები და მედია, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან საინფორმაციო პოლიტიკის გატარებასა და საზოგადოებასთან კომუნიკაციებზე. ხელისუფლებამ დისტანცირება მოახდინა პროფესიონალებთან, რომლებიც საქართველოში თითზე ჩამოსათვლელი არიან, რადგან ეჯიბრებიან ოპოზიციას საინფორმაციო სივრცეში ერთსა და იმავე – დასავლურ ტრეკზე. „ქართული ოცნება“ დღემდე უფრთხის ამ სტატუს კვოს შეცვლას, ძალაუფლების დაკარგვის რისკის ქვეშაც კი!

დღეს საქართველო ჰგავს ქართული მითოლოგიის გმირს, ამირანს, ყაზბეგის მთაზე მიჯაჭვულს, რომელსაც აშშ-ის სიმბოლო - თეთრთავიანი არწივი ღვიძლს უძიძგნის, ხოლო „ქართული ოცნება“, არწივის ლეკვი ყურშასავით ლოკავს მის ჯაჭვებს მათ განსალევად, მაგრამ ყოველი შობის წინა ღამეღმერთები აგზავნიან მჭედლებს, რომლებიც ის ჯაჭვებნახლებენ. ხელ-ფეხ მიჯაჭვული საქართველო „ვერ აფრინდება“ - დასავლეთი ჭრის და კერავს მის კონსტიტუციას, როგორც მოეპრიანება და ღიად აფერხებს მის ეკონომიკურ აყვავებას - პარტნიორობას ზესახელმწიფოებთან, რუსეთსა და ჩინეთთან, რაზეც ბევრი ვერც იოცნებებს! უვიზო მიმოსვლა რუსეთისა და ჩინეთის მოქალაქეებისთვის, ტურისტები ტერიტორიით უდიდესი და მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობის ქვეყნებიდან, რომელთანაც საქართველომ აღადგინა/დაამყარა პირდაპირი ავიამიმოსვლა, მსოფლიოში უდიდესი, ყველაზე მიმზიდველი ბაზრები, რომლებზეც საქართველოს აქვს წვდომა - ეს ყველაფერი ოსტრაკიზმს ექვემდებარება! რატომ არავინ აქცევს ყურადღებას, როგორ იწყება საინფორმაციო გამოშვებები ოპოზიციურ ტელეარხებზე, მაგალითად - „მთავარ არხზე“?! მღელვარე მუსიკის ფონზე გადის სხვადასხვა დოკუმენტური მძაფრსიუჟეტიანი კადრების კოლაჟი, შემდეგ კი წამყვანის ისტერიული ხმა კითხულობს ტექსტს - საქართველო იქცა ჩინეთის პარტნიორად, ომელიც გამოწვევაა მთელი ცივილიზებული კაცობრიობისთვის! საქართველო რუსეთის მთავარი სტრატეგიული მოკავშირის პარტნიორი გახდა! საქართველოს ხელისუფლებამ უღალატა დასავლურ კურსდა ქვეყანა ჩრდილოეთისაკენ იაბრუნა! საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ერთმნიშვნელოვნად ირჩევს ევროატლანტიკურ ღირებულებებს - ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებას!“.

ვინ მისცა უფლება პროპაგანდისტულ ტელეკომპანიებს - უცხოელ აგენტებს, რომლებიც დამკვეთებისგან ფულს იღებენ - ისაუბრონ ქართველი ხალხის სახელით?! რატომ კავდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადგილობრივ თვითმმართველობის სტრუქტურებში წვრილმანი მექრთამეებით და არა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი დივერსანტებით „მთავარი არხიდან“, „პირველიდან“, „ფორმულადან“, „კავკასიიდან“ და რადიკალური ოპოზიციის ლიდერებით, რომელთა გამოც საქართველომ შეიძლება დაკარგოს არა მხოლოდ მილიარდობით მოგება, არამედ ინვესტიციები, იაფი ენერგომატარებლები და უბრალოდ პური ჩვენი არსობისა (საქართველოსთვის მარცვლეულის ერთადერთი მიმწოდებელი რუსეთია)?! იმიტომ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ისევე როგორც პარლამენტს, ისევე როგორც მთავრობას, ეშინია დაუპირისპირდეს უცხოური გავლენის აგენტებს - ანუ გამყიდველ ჯაშუშებსა და მოღალატეებს, რომლებითააკომპლექტებულია ზემოხსენებულტელეკომპანიებდა რადიკალუროპოზიცია, რომლის კერპიც "ღმერთი“ სააკაშვილია, ამირანი კლდეს რომ მიაჯაჭვა!

კარგი, ამერიკელები ყოველთვის იყვნენ და არიან საქართველოსგან ისეივე შორს, როგორც მარსისგან, მაგრამ რატომ არავინ მოახდინა ელემენტარული ფაქტის კონსტატაცია - ფარცხალაძე რომ ФСБ-ს აგენტი ყოფილიყო (რა ლოგიკით - ФСБ, რატომ არა ГРУ, ან СВР?), არ იქნებოდა „რუს-ქართველი ოლიგარქი, რომელიც რუსულ საკონსალტინგო სექტორში მუშაობს“? ვინმეს უნახავს „კაგებეშნიკი“, რომელიც ფლობს ბიზნესკომპანიებს და მრავალმილიონიან საკარმიდამო ტერიტორიებს მოსკოვის პრესტიჟულ გარეუბანში?! და რა გავლენა შეიძლება მოეხდინა ქართველს საზოგადოებაზე ნაკლებად ცნობილ ფარცხალაძეს, რომელიც მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს გენპროკურორად - 2013 წლის ნოემბრიდან დეკემბრამდე? შემთხვევით ხომ არ აერიათ ის გენპროკურორის ყოფილ მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილში, რომელსაც ბალმონტის და პასტერნაკის ციტირება უყვარდა?! სხვათა შორის, სად გაქრა ნაცვლიშვილი, მსოფლიოს რომელ ქვეყანაში ბინადრობს და რატომ გაიქცა საქართველოდან? რატომ დუმან ამის შესახებ სპეცსამსახურები?! ეგებ ფარცხალაძე გენპროკურორობის საუკეთესო კანდიდატი არც იყო, მაგრამ უბედურება ეს კი არ არის, არამედ ის, რომ შეერთებული შტატებისგან დაკომპლექსებული ხელისუფლება არ აფასებს - უფთხის გამოჩენილ პროფესიონალებს ყველა სფეროში, მათ შორის სამართალმცოდნეებს (გასულ კვირას ბოლო გზაზე გავაცილეთ გამოჩენილი მეცნიერი და მოქალაქე, სამართლის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ექს-გენპროკურორი ვენედი ბენიძე). დიდი ამბავი - ФСБ-ს ოფიცერი, ვინმე ონიშენკო, თურმე, დაეხმარა ფარცხალაძეს რუსული პასპორტის მიღებაში! ვინმემ გულზე ხელის დადებით თქვას, რომ არასდროს მიუმართავს ძალოვანი სტუქტურების თანამშრომლებისთვის თხოვნით - დახმარებოდნენ რაიმე ყოფითი პრობლემის გადაჭრაში, დაეჩქარებინათ ბიუროკრატიული რუტინის გვერდის ავლით!

ერთადერთი, რაც გვაცბუნებს მთელ ამ „ჯაშუშურ“ ისტორიაში, რომელიც ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, არის ის, თუ რატომ შეუდგნენ კარასინდა კალაშნიკოვი თავგამოდებით ფარცხალაძის დაცვას? განა ნათელი არ არის, რომ რუსეთის პოლიტისტებლიშმენტის ასეთი მაღალი რანგის ერსონების ჩარევა მხოლოდ „დათვურ სამსახურს“ გაუწევს (უკვე გაუწია!) ფარცხალაძეს?

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2023 წლის 17 სექტემბერი
საქართველო, თბილისი