უცხოეთი
კიმ ჩენ ინმა რუსეთში კომსომოლსკი-ონ-ამურის საავიაციო ქარხანა დაათვალიერა, რომელიც სამხედრო თვითმფრინავებს აწარმოებს

 საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ქალაქ კომსომოლსკ-ონ-ამურში ჩავიდა და საავიაციო ქარხანა მოინახულა, რომელიც სამხედრო თვითმფრინავებსა და სხვა საჭირო აღჭურვილობას აწარმოებს.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ იტყობინება.

საინფორმაციოს ცნობით, კიმ ჩენ ინს რეგიონის გუბერნატორი და სხვა ოფიციალური პირები ქალაქის რკინიგზის სადგურზე წითელ ხალიჩაზე დახვდნენ. შემდეგ კი, საავიაციო ქარხანაში გადაიყვანეს, რომელსაც საბჭოთა კოსმონავტის, იური გაგარინის სახელი ეწოდა.

ქარხანა რუსეთის მოერიშე თვითმფრინავებს აწარმოებს, მათ შორის, „სუ-35“ და „სუ-37“ ტიპის ავიაგამანადგურებლებს.

1tv.ge