უცხოეთი
კიმ ჩენ ინი ვლადიმერ პუტინს - რუსეთი წმინდა ბრძოლაში დიდ გამარჯვებას მოიპოვებს

 საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, ფხენიანში მიიწვია და რუსეთის ლიდერმა მიწვევა სიხარულით მიიღო, - ინფორმაციას CNN-ი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, გუშინ გამართული შეხვედრის დროს კიმ ჩენ ინმა ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ დარწმუნებულია, რუსული არმია და ხალხი „ბოროტების“ წინააღმდეგ გაიმარჯვებენ.

"ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გმირი რუსული არმია და ხალხი ბრწყინვალედ განაგრძობს გამარჯვების ტრადიციას. რუსული არმია და ხალხი აუცილებლად მოიპოვებენ დიდ გამარჯვებას დიდი ბოროტების დასასჯელად წმინდა ბრძოლაში“, - აღნიშნა კიმმა.

interpressnews.ge