აქტუალური
საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 13 სექტემბერს გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემებით, 2023 წლის იანვარი-აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 16.8%-ით გაიზარდა და 14 001.1 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.
საქსტატის ცნობით, საქართველოდან ექსპორტი 14.3%-ით გაიზარდა და 4 075.4 მლნ აშშ დოლარი გახდა. ამავდროულად, იმპორტი 17.8%-ით გაიზარდა და 9 925.7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. 2023 წლის იანვარ-აგვისტოში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 5 850.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.8%-ია.
საქსტატი საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს 19 სექტემბერს გამოაქვეყნებს.