უცხოეთი
“რუსეთი წუხს სომხეთსა და აშშ-ს ერთობლივი წვრთნების გამო”

 საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი“რუსეთი წუხს სომხეთის ხელისუფლების ზრახვაზე, აშშ-სთან ერთად სამხედრო წვრთნები ჩაატაროს “, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა G20-ს სამიტის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“რა თქმა უნდა, არაფერი კარგი არაა იმაში, რომ აგრესიული NATO სამხრეთ კავკასიაში შეღწევას ცდილობს. ვფიქრობ, ეს არავისთვისა კარგი, მათ შორის სომხეთისთვის”.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2023 წლის 11-16 სექტემბერს სომხეთი აშშ-სთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს “EAGLE PARTNER 2023”-ს გამართავს.

ასევე, რამდენიმე დღის წინ ნატო-ს გაფართოების საკითხებში ევროპული კომიტეტის თავმჯდომარემ გიუნტერ ფელინგერმა სომხეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ მოუწოდა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს მიმართა ტვიტერზე მიმართა, რასაც სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაან კოსტანიანი მოგვიანებით მედიასთან გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “სომხეთს NATO-ში გაწევრიანებაზე მიწვევა არ მიუღია, თუმცა, ალიანსთან სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობს და აქვს მზაობა, გააგრძელოს ეს საქმიანობა.

მოსკოვი სომხეთისა და NATO-ს თანამშრომლობის შესახებ გავრცელებულ უკანასკნელ ამბებს პირველად 7 სექტემბერს გამოეხმაურა.

“ჩვენ ვხედავთ NATO-ს მცდელობებს, გავლენის ქვეშ მოაქციოს არა მხოლოდ უკრაინა, არამედ რუსეთის სხვა მეზობლებიც, ამ შემთხვევაში, სომხეთი. NATO-თან დაახლოება სათუოა, რომ უსაფრთხოების კუთხით პოზიტიურ შედეგს მოუტანს ვინმეს. სომეხი ხალხი საკმარისად ბრძენი, შორსმჭვრეტელი და თანამედროვე საერთაშორისო რეალიების აღქმის მქონეა, რომ არ წამოეგოს NATO-ს მცდელობებზე, სომხეთის რესპუბლიკის ალიანსის გავლენის სფეროში მოსაქცევად”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინმა სომხეთისა და ალიანსის დაახლოების საკითხზე კომენტირებისას.

სომხეთის ეროვნული კრების [პარლამენტის] საგარეო ურთიერობათა კომისიის თავმჯდომარე [მმართველი ფრაქციიდან] სარგის ხანდანიანი, რუსეთის მიერ გამოთქმულ მოსაზრებაზე სომხეთსა და NATO-ს ერთობლივი სამხედრო წვრთნების შესახებ, ამბობს: “სომხურ-ამერიკული წვრთნების ჩატარების გადაწყვეტილება, სომხეთის სუვერენული უფლებაა” .

netgazeti.ge