პოლიტიკა
ჯოზეფ ბორელი: საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს

 საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს. მინდოდა ჩამოვსულიყავი საქართველოში და ჩამომეტანა ეს გზავნილი, პირადად ჩამომეტანა ქართველი ხალხისთვის, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციისას განაცხადა.

მისი თქმით, 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და ეს შთამბეჭდავი ციფრია.

დიდი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო. მოგესალმებით ყველას. ბატონო პრემიერო, მე ძალიან მიხარია, რომ საქართველოში ვიმყოფები. წინა ჯერზე საქართველოში 16 წლის წინ ჩამოვედი. ეს იყო ომამდე პერიოდი და ნამდვილად მიხარია, როგორ შეიცვალა ქვეყანა მას შემდეგ, აბსოლუტურად შეცვლილია და ძალიან მიხარია, რომ ამ პასუხიმგებლობით ვარ ჩამოსული და გამოვხატავ თქვენს მიმართ და შეხვედრაზეც ვახსენე თქვენთან და თქვენს კოლეგებთან, ვისაც შევხვდი დღეს და ასევე, დღის განმავლობაში მექნება შეხვედრა ქალბატონ პრეზიდენტთან და მასაც ვეტყვი.

სანამ ძირითად თემატიკაზე გადავალ, ნება მიბოძეთ გამოვხატო ჩემი გულისწყენა გურიაში გარდაიცვალა ბავშვი ამ მეწყერის გამო დღეს და ეს ძალიან მტკივნეულია. ძალიან მაწუხებს ის ფაქტი, რომ ხალხი იძებნება. იმედია, ჯანმრთელს ვიპოვით ყველას.

სამი ძირითადი გზავნილი მაქვს თქვენთან და ქართველ ხალხთან ჩემი ვიზიტის პროცესში. პირველი გზავნილი ის გახლავთ, რომ უეჭველია, საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს. მინდოდა ჩამოვსულიყავი საქართველოში და ჩამომეტანა ეს გზავნილი, პირადად ჩამომეტანა ქართველი ხალხისთვის. როდესაც ჩამოვედი ქვეყანაში, დავინახე ასეთი ძლიერი სულისკვეთება ქართველი ხალხის. 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს შთამბეჭდავი ციფრია, მაგრამ ეს არა მარტო რიცხვია, მე ძალიან მიხარია, რომ ვხედავ, ბევრი ევროპული დროშა ფრიალებს საქართველოს და თბილისი ქუჩებში და უნდა ვთქვა, რომ კიდევ უფრო მეტია, ვიდრე ბრიუსელში“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.