უცხოეთი
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ორშაბათს სატელეფონო საუბარი გამართოს ნიკოლ ფაშინიანთან

 საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ორშაბათს სატელეფონო საუბარი გამართოს სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან, რათა განიხილოს რეგიონში მიმდინარე მოვლენები.

„სავარაუდოდ, ხვალ მექნება სატელეფონო საუბარი ფაშინიანთან. ეს ნაბიჯები, რომლებიც ახლა გადაიდგა ყარაბაღში, არ არის სწორი. მათი მიღება შეუძლებელია და ჩვენ მათ დადებითად არ მივიჩნევთ. ფაშინიანთან საუბარში მე ვიტყვი, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ უკანონო არჩევნებს. არც ერთი დასავლური ქვეყანა არ აღიარებს მათ“, – განაცხადა ერდოღანმა „დიდი ოცეულის“ შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, ერდოღანის თქმით, ყარაბაღში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი ჰქონდა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ილჰამ ალიევთან.

მანამდე, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ თურქეთი გმობს ე.წ. არჩევნებს, რომელიც ყარაბაღში გაიმართა.

1tv.ge