სამართალი
„გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ საარჩევნო გაერთიანებას ქმნიან

 საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. „გირჩი - მეტი თავისუფლება” და “დროა” საარჩევნო გაერთიანებას ქმნიან. როგორც "დროას" პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ორივე პარტიას აერთიანებს რამდენიმე იდეა, მათ შორის მომავლის მკაფიო ხედვა.

„ჩვენ გვაერთიანებს ნულოვანი თანამშრომლობა რუსულ რეჟიმთან; მომავლის მკაფიო ხედვა; მოტივაცია, შევცვალოთ საბჭოთა, ერთპარტიული სისტემა თანამედროვე, დასავლური ტიპის, კოალიციური მმართველობით. ჩვენ ვქმნით ნორმალურ არჩევანს საქართველოს მოქალაქეებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.