აქტუალური
„რადიო თავისუფლება“: უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველად, სომხეთმა კიევს ჰუმანიტარულ დახმარება გაუგზავნა

 საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. „რადიო თავისუფლების“ სომხურენოვანი ბიუროს ცნობით, სომხეთმა უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველად გაუგზავნა კიევს ჰუმანიტარულ დახმარება. რა სახის დახმარებაზეა საუბარი და რომელმა უწყებამ გააგზავნა ის უკრაინაში, ინფორმაცია არ ვრცელდება.

ცნობისთვის, კიევში დაიწყო ყოველწლიური სამიტი, რომლის ორგანიზატორი უკრაინის პირველი ლედია და მას სხვადასხვა ქვეყნის მეთაურების მეუღლეები ესწრებიან, მათ შორისაა  სომხეთის პირველი ლედი ანა აკოფიანი.

სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. სამიტში ასევე მიიღებენ მონაწილეობას დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, თურქეთის, ესპანეთის, ჩეხეთის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების პირველი პირების მეუღლეები. ასევე, ევროკავშირის მაღალჩინოსანი ქალები, ცნობილი ჟურნალისტები და მსახიობები.