ეს განცხადება საზოგადოებრივი კამპანიის – „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ – ლიდერმა ეკა ბესელიამ გააკეთა, რომელიც დაკავებულ რეპორტიორებს სოლიდარობას უცხადებს და მოითხოვს, საჯარო გახდეს ის მთავარი გარემოებები, რაც მათ დაკავებასა და ბრალდების წარდგენას დაედო საფუძვლად.
შეგახსენებთ, რომ შსს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ფოტოკორესპონდენტები ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე (გაზეთ „პრაიმ-თაიმის“ ფოტოგრაფი) და გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი) დააკავა.
დაკავებულებს ბრალად ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება. საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
საქინფორმი