უცხოეთი
რუსეთმა სომხეთისგან რომის სტატუტის რატიფიკაციის საკითხთან დაკავშირებით განმარტება მოითხოვა

 საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთმა სომხეთისგან რომის სტატუტის რატიფიკაციის საკითხთან დაკავშირებით განმარტება მოითხოვა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, სომხეთის მინისტრთა კაბინეტმა რომის სტატუტი რატიფიკაციისთვის ქვეყნის პარლამენტს წარუდგინა.

„ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს ერევნის პასუხის შინაარსიდან გამომდინარე გადავწყვეტთ“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

1tv.ge