უცხოეთი
ოლექსი რეზნიკოვი - უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესაბამისად, გადადგომის შესახებ განცხადება უმაღლეს რადას გადავეცი

 საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი უკრაინის უმაღლეს რადას მიმართავს, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მისი განცხადება მიიღოს.

„უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილების შესაბამისად, გადადგომის შესახებ განცხადება უკრაინის უმაღლეს რადას გადავეცი“, - აცხადებს რეზნიკოვი.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, მზადაა მისი მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინოს.

განცხადებაში რეზნიკოვმა აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის 50%-ზე მეტი უკვე გათავისუფლებულია და უკრაინელი დამცველები ყოველდღე წინ მიიწევენ.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ დაადასტურა, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ოლექსი რეზნიკოვის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, რეზნიკოვს სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელი, რუსტემ უმეროვი შეცვლის.

interpressnews.ge