პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოში რუსოფობები არ არიან, რადგან რუსების აქ არავის ეშინია, სამაგიეროდ არიან ნაცისტები, რომლებსაც რუსები სძულთ!

    სსრკ-ის დაშლის შემდეგ საქართველოს ბევრმა მოქალაქემ - შრომისმოყვარე, ჯანმრთელმა და ჭკვიანმა - არ მოისურვა მონაწილეობა ბანდიტურ ომებში და საკუთარი თავისა და ახლობლების მატერიალურად უზრუნველყოფის მიზნით, საზღვარგარეთ, ემიგრაციაში წავიდა (უმრავლესობა -რუსეთში). წლების შემდეგ, როცა დაინახეს, რომ საქართველოში ისევ ვერაფერი გაიგეს და სამუშაო უწინდებურად არ იყო, დარჩნენ ემიგრაციაში და იქაური მოქალაქეობა მიიღეს. თუმცა, ივანიშვილის ექსპერიმენტულმა თოჯინამ - ბურატინო გახარიამ - მათ საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა, რათა სამშობლოში აღარასოდეს დაბრუნებულიყვნენ და მისთვის კონკურენცია არ მისთვის კონკურენცია არ შეექმნათ.

   გახარია, რომელიც გაუგებრობით საქართველოს პრემიერ-მინისტრის სავარძელში აღმოჩნდა, ცხოვრობდა და მუშაობდა მოსკოვში, მაგრამ დიდს ვერაგერს მიაღწია და ვერს ქართულ დიასპორაში პატივისცემა ვერ დაიმსახურა, ამიტომ შესძულდა რუსებიცა და ქართველები. მაგრამ ბედმა გაუღიმა - ივანიშვილმა მძიმე ახალგაზრდობა გამოიარა და კარგად დაიმახსოვრა, თუ რა ძნელია ამ ცხოვრებაში გზის გაკვლევა, ამიტომ დროდადრო უცნობ ადამიანებს ეხმარებოდა - ვინძლო აქედან რამე გამოსულიყო! თუმცა, მათ შორის მხოლოღარიბაშვილმა გაამართლა, დანარჩენი ხელდასხმულები - მინისტრები, პრემიერები და ორივე პრეზიდენტი - სულელები და მოღალატეები აღმოჩნდნენ, როგორც გლახარია

   ცოტა ხნის წინ კი გამოცხადდა, რომ ქართული პასპორტის დაბრუნების მსურველებმა უნდა ჩააბარონ გამოცდები საქართველოს ისტორიაში და ქართულ ენაში! ასეთი გაუგონარი მავნებლობის მოგონება და ერის შეურაცხყოფა, რომ აღარაფერი ვთქვათ ადამიანის უფლებების დარღვევაზე, მხოლოდ სულელს, მოღალატეს და ნაცისტს შეუძლია! სწორედ რომ ნაცისტებდა არა რუსოფობებს - საქართველოში რუსოფობები არ არიან, რადგან რუსების აქ არავის ეშინია, ვით პროდასავლელ ნაცებსაც კი! სამაგიეროდ არიან ნაცისტები, რომლებსაც რუსები სძულთ, შესაბამისად - მათი ქვეყანადა ლიდერიც, რუსეთიცა და პუტინი.

თუმცაღა, „დემოკრატიის გურუ“ ამერიკა დუმს, რადგან საქმე რეალურად შეეხო მსოფლიოში ყველაზე დიდ ქართულ დიასპორას – რუსეთში! ევროპასა და აშშ-ში ქართველები სრულებითაც არ იწვიან სურვილით, დაიბრუნონ საქართველოს მოქალაქეობა, საიდანაც ძლივს გაასწრეს, რომც მოინდომონ, იუსტიციის სამინისტრო და სუსი დასავლელ ემიგრანტებს პრობლემებს არ შეუქმნიან. აი "არასაიმედო რუსეთის ქართველები“ - სხვა საქმეა...

   მაგრამ ქართველ ნაცისტებს საკუთარი ნაციაც არ უყვართ და არ ესმით, რომ საქართველო ჩინეთი არ არის, ამიტომ მას არ შეუძლია თუნდაც ერთი მოქალაქის დაკარგვა! ყველა, ვინც საქართველოდან წავიდა, ლტოლვილია, არ აქვს მნიშვნელობა სად წავიდა ემიგრაციაში, აშშ-ში, ევროპასა თუ რუსეთში! ეს არის ტრაგედია და ნამსხვრევი გულში სიცოცხლის ბოლომდე, რაც არ უნდა წარმატებულები და მდიდარი ჩანდნენ ქართველი ემიგრანტები. სწორედ ამიტომ დაბრუნდა ორი ქართველი მილიარდერი - ივანიშვილი და პატარკაციშვილი საქართველოში და ბადრისთვის რომ არ იძულებინათ, ყველაფერი დაეტოვებინა და დიდ ბრიტანეთში წასულიყო, როგორც დღეს აიძულებენ ივანიშვილწავიდეს საფრანგეთში, დღეს ცოცხალი იქნებოდა...

   სამაგიეროდ, საქართველოში ჩამოსულ ელჩებს არავითარი გამოცდები არ სჭირდებათ და თუ დიპლომატებმა ყოფილი სსრკ ქვეყნებიდან საქართველოს ისტორია მეტ-ნაკლებად იციან, დასავლელ დიპლომატებს, მაგალითად, „საქართველოს № 1 სტრატეგიული პარტნიორის“ ელჩს, ამის შესახებ არავითარი წარმოდგენა არა აქვთ. კელი დეგნანის გაუთავებელი დამშვიდობება ერთ დიდ სკანდალად იქცა, რადგან ის ან აშკარად გაუნათლებელი სულელი, ან საშინლად უტიფარი აღმოჩნდა.

     „საქართველოში ყოფნისას გავიგე, რომ ქართველები, ამერიკელებივით, ებრძოდნენ ჩაგვრას თავიანთი ქვეყნის გასაერთიანებლად, დასაცავად და გასაძლიერებლად. საუკუნეების მანძილზე ქართველებმა შეინარჩუნეს ქართული იდენტობის განმსაზღვრელი თავისუფლება, რწმენა და ღირებულებები. ეს არის საერთო ღირებულებები და ტრადიციები, რომლებიც გვაერთიანებს: დამოუკიდებლობის სულისკვეთება, შემოქმედებითი სული, თანაგრძნობა და მამაცი გამძლეობა. „ძალა ერთობაშია“- მართლაც ზედგამოჭრილი სლოგანია საქართველოსა და ამერიკისთვის“, - ნათქვამია დეგნანის გამოსამშვიდობებელ „ეპისტოლეში“.

როგორც ჩანს, სულ „გაუბერა“, სხვანაირად ვერ იტყვი! თურმე, დეგნანი საქართველოს ისტორიას "საქართველოში ყოფნისას" გაეცნო, ალბათ - მცხეთაში გიდმა უამბო! უკაცრავად, მაგრამ განა დიპლომატმა ქვეყანაში დანიშვნისას, წინასწარ არ უნდა შეისწავლოს ის?!

დიახ, ქართველები საუკუნეების მანძილზე იბრძოდნენ უცხო დამპყრობლების წინააღმდეგ, უფრო ხშირად - წარუმატებლად, სანამ გიორგიევსკის ხელშეკრულების საფუძველზე რუსეთმა არ დაიცვა და არ გააერთიანა საქართველო, ოღონდ რა შუაში არიან აქ ამერიკელები?! ომი კავშირსა და კონფედერაციას შორის სამოქალაქო იყო - ამერიკელებმა დახოცეს ერთმანეთი, რადგან ვერ შეთანხმდნენ - რომელ შტატებში უნდა ყოფილიყო მონობა და რომელში - არა! არავინ, გარდა თავად ამერიკელებისა, არასოდეს დამუქრებია აშშ-ს, მაშ რა სახის ჩაგვრაზეა საუბარი?! ეგებ შავკანიანების ჩაგვრაზე თეთრკანიანი მონათმფლობელების მიერ?!

დიახ, ქართველები საუკუნეების მანძილზე იცავდნენ თავიანთ სარწმუნოებასა და თვითმყოფადობას უცხოელი დამპყრობლების - მონღოლების, სპარსელების, თურქებისგან, გასულ საუკუნეში კი - გერმანელებისა და ინგლისელებისგან, მაგრამ არასოდეს ყოფილა ქართული ღირებულებები, ტრადიციები და თავისუფლება ისეთი საფრთხის წინაშე, როგორც დღეს, როცა მათ აშშ ემუქრება! მაშ, რა საერთო ტრადიციები და ღირებულებები“ შეიძლება ჰქონდეთ ქართველებსა და ამერიკელებს, რაც მათ „აერთიანებს“? რასიზმი და გეი აღლუმები ხომ არა?!

„ძალა ერთობაშია“ ქართველებისთვის მარადიული შეგონებაა, რომლებსაც გარე მტრებზე მეტად სძულდათ ერთმანეთი და ამიტომაც მარცხდებოდნენ! ამერიკელებისთვის კი არა ქართველებთან, არამედ ერთმანეთთან ერთობაა საჭირო, რათა ბაიდენებისა და ზელენსკების ფინანსური ინტერესების გამო თავიანთი ქვეყნის განადგურება და სასამართლოში ტრამპის თრევა შეწყვიტონ!

   ამიტომაც საქართველოში ჩამოსულმა ყველა ელჩმა ჯერ „ფსიქო“-ს ცნობა უნდა წარადგინოს და საქართველოს ისტორიაში გამოცდა ჩააბაროს და მხოლოდ ამის შემდეგ - რწმუნებათა სიგელები! მაგრამ ჰოი უბედურებავ! - რწმუნებათა სიგელებს ისინი გადასცემენ პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომელმაც არც საქართველოს ისტორია იცის და არც ქართული ენა...

   რაც შეეხება "მამაც გამძლეობას", აქ დეგნანი ცამდე მართალია - მართლაც ჭეშმარიტად მამაცი და გამძლე უნდა იყო, რომ ამდენი წელი აშშ-ს წინააღმდეგობა გაუწიო, როგორც ამას ჭეშმარიტი ქართველები აკეთებენ!

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2023 წლის 4 სექტემბერი
საქართველო, თბილისი