პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი: მადლობა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვედრისთვის, რომლითაც დაიწყო ჩემი ევროპული ტური, და რომლის მიზანიც ჩვენი ევროპული გზის უზრუნველყოფაა

 საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. მადლობა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვედრისთვის, რომლითაც დაიწყო ჩემი ევროპული ტური, რომლის მიზანიც ჩვენი ევროპული გზის უზრუნველყოფაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პრეზიდენტი აცხადებს, გერმანიის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება.

„მადლობა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ამ შეხვედრისთვის, რომლითაც დაიწყო ჩემი ევროპული ტური, რომლის მიზანიც ჩვენი ევროპული გზის უზრუნველყოფაა. გერმანიის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება. ქართველ ხალხს ევროპული მომავლის სჯერა“, – წერს ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს 31 აგვისტოს შეხვდა.