პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოს პრეზიდენტს რუსეთის გამო იმპიჩმენტი ემუქრება

   რატომ განაცხადა საქართველოს ხელისუფლებამ – მმართველმა პარტია ქართულმა ოცნებამ“, რომ პრეზიდენტსალომე ზურაბიშვილის ევროპული ტური აფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციას და აპირებს იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას? – ეკითხებიან საქინფორმის მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილს რუსული ტელეკომპანიების კორესპონდენტები.

   არნო ხიდირბეგიშვილი: მიზეზი უნებლიედ რუსეთი აღმოჩნდა. ზურაბიშვილი ევროპაში გაემგზავრა არა ევროპელი ლიდერების აგიტაციისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭონ, არამედ იმისთვის, რომ საქართველოს ეს სტატუსი არ მიანიჭონ და განაცხადონ, რომ ამის მიზეზი „ქართული ოცნების“ პრორუსული ხელისუფლებაა! რის შემდეგაც ქართველხალხი, თეორიულად, უნდა გამოვიდეს ქუჩაში და დაამხოს ეს „პრორუსული ხელისუფლება“, ომლის გამოც, თითქოსდა, საქართველოევროპული პერსპექტივა დაკარგა.

დასავლეთი, ანუ ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების კატეგორია, რომელთა კოორდინატორიც საქართველოში აშშ-ის ელჩია, ძალიან უკმაყოფილოა რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენით, საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსული ვიზების გაუქმებით და იმით, რომ საქართველოსთვის რუსეთი ლიდერია ვაჭრობაში, ტურიზმისა და ფულად გზავნილებში.

მხოლოდ ერთი ნაბიჯი დარჩა საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენამდე და იქიდან უკვე ხელის გაწვდენაზეა რეალური მოლაპარაკებების დაწყება აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან რეინტეგრაციის საკითხზე. დროა ვაღიაროთ, რომ რუსეთთან ასეთი საქმეები ულტიმატუმებით ვერ გადაწყდება, საჭიროა შემდეგი ეტაპების გავლა: 1- აფხაზებსა და ოსებთან შერიგება და ქართველი ლტოლვილების დაბრუნება; 2 - საზღვრების გახსნა ყველასთვის ორივე მიმართულებით; და მხოლოდ ამის შემდეგ 3 - საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მოწყობის საკითხი. გარწმუნებთ, რომ პირველი ორი ეტაპის შემდეგ ჩვენს შორის ურთიერთობა იმდენად შეიცვლება პოზიტიური მიმართულებით, რომ მესამე ეტაპი აღარ მოგვეჩვენება “წითელ ხაზად” – როგორც დღეს, როცა ბოლოდან, ანუ მესამე ეტაპიდან ვიწყებთ!

   სხვა საკითხია, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, საქართველოს დასავლელ კურატორთა ჯგუფსა და რადიკალურ ოპოზიციაზე დაყრდნობით, განახორციელოს ის, რაც სააკაშვილმა ვერ შეძლო. საქართველოს პრეზიდენტი არის კონსტიტუციის გარანტი, რომელსაც ის უკვე მეორედ არღვევს. კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და მისი პრეზიდენტი ასრულებს მხოლოდ წარმომადგენლობით და ცერემონიალურ ფუნქციებს, მაგალითად, მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში და იწყალებს პატიმრებს. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ უარი უთხრა ზურაბიშვილს ვიზიტების განხორციელებაზე გერმანიაში, უკრაინაში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიაში, დანიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბულგარეთში, ჩეხეთსა და ისრაელში, მან დაარღვია კონსტიტუციის 78-ე თავი და თვითნებურად გაემგზავრა ევროპულ ტურნეში - უკვე შეხვდა გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს.

   საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის მთლიანი შემადგენლობის არანაკლებ მესამედს - 50 დეპუტატს, ხოლო იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის თანამდებობიდან გადასაყენებლად საჭიროა 100 ხმა, ანუ პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედი, რომელშიც 150 დეპუტატია. პროცედურა ასეთია: პარლამენტის 50 წევრი აგროვებს ხელმოწერებს და მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელმაც ერთი თვის ვადაში უნდა მოახდინოს სამართლებრივი შეფასება, რის შემდეგაც პარლამენტი იმპიჩმენტის საკითხს ორ კვირაში უყრის კენჭს. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობას 150-დან 84 ხმა აქვს, იმპიჩმენტისთვის 100 პარლამენტარის მხარდაჭერაა საჭირო. უმრავლესობა ასევე მიიღებს 4 ხმას ფრიდონ ინჯიას ფრაქცია „ევროპელი სოციალისტებისგან“, ეს უკვე 88 ხმაა, რჩება 12 დეპუტატის დაყოლიება, რაც ჯერჯერობით არარეალურად გამოიყურება.

ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ერთი წელი დარჩა - 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, მაგრამ იმპიჩმენტი არის არა მხოლოდ პრინციპის საკითხი, რადგან დარჩენილი ერთი წლის განმავლობაში პარიჟანკა-მენშევიკ-რეზიდენტ-პრეზიდენტი კიდევ ბევრ რამეს გააფუჭებთავისი პროვოკაციებით, მაგალითად - შეიწყალებს სააკაშვილს.

2023 წლის 2 სექტემბერი
საქართველო, თბილისი