აქტუალური
საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6293 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6293 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6292 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8596 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.8621 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0025 ლარი შეადგინა.
გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.