რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: მედვედევის belli

   „Casus belli(ლათ. ომის საბაბი) – ასე შეაფასა მედვედევმა (რუს. „медведь - დათვი) ინფორმაცია, რომ დასავლეთმა კიევს ყირიმზე და, ზოგადად, ყველაფერ რუსულზე დარტყმის უფლება მისცა. ქართულად „ბელი“ დათვის ბელია, რაც ნაკლებად სერიოზულს როდი ხდის რუსეთის ექს-პრეზიდენტის განცხადებას აპოკალიფსის მოახლოების შესახებ. დასავლეთი ამოწმებს, სად დასრულდება რუსული დათვის მოთმინება - როდის გამოიყენებს რუსეთი ბირთვულ იარაღს, მაგრამ გაშვებულ რაკეტას ვეღარ დააბრუნებ, ხოლო დათვს, თუნდაც ცირკში, თუ გააბრაზებ, ვერ შეაჩერებ! რით შეიძლება დასრულდეს ზემოდაღნიშნული კაზუსი, მხოლოდ იდიოტები ვერ წარმოადგენენ.

   სწორედ იდიოტები წარმოადგენენ დღეს საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც დასცინის ხელისუფლებას - აქაოდა, რუსეთთან ომის ეშინია! მაგრამ განა ისინი 2008 წლის აგვისტოსში საქართველოს საზღვრებს არ მიაწყდნენ - ჯიპებით, ცოლებითა და საყვარლებით?! ან იქნებ ამ ნაძირლებს - ვაშაძე-ხაზარაძე-უსუფაშვილებს - არ ახსოვთ ბნელი, ცივი და მშიერი თბილისი რუსეთთან პირველი კონფლიქტის დროს?! რატომ დუმს მათი ალ კუპონე - ბულვარული რომანი, რომელმაც თავისი კუპონებით ყველა მილიარდერად აქცია, ქაღალდზე, რომელზეც დააბეჭდეს, ასჯერ ნაკლები რომ ღირდა?!

რატომ დუმს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და არ აქვეყნებს ელემენტარულ კალკულაციას - შეუძლია თუ არა საქართველოს იარსებოს რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გარეშე? რით არის უზრუნველყოფილი ლარი, თუ ისიც ჩოილარია, ალ კუპონის მსგავსად?! როგორია წინადადების ლოგიკური გაგრძელება: საქსტატის მონაცემებით, იმპორტისა და ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების თვალსაზტისით კვლავ ლიდერობს რუსეთი , მაშასადამე .......“? გამოდის, ნაცისტო ნაძირლებო, კვლავ რუსეთთან ომი გინდათ და რუსულ მარცვლეულზე უარს ამბობთ?! ისევ მიადუღებთ ბორბლებს ლიანდაგს უკრაინული მარცვლეულის ლოდინში?!

   მეორე მიზეზი, რამაც დღეს უკრქართველები, ანუ ნაცისტი გარეწრები აღაგზნო, არის კარასინის განცხადება, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი აღიარონ“. დიახ, რა თქმა უნდა, დათვის ბელი არ არის დათვი და არც კარასია ქარიყლაპია, მედვედევი არ არის პუტინი, ხოლო კარასინი - ლავროვი, მაგრამ აბაშიძეც ხომ არ არის ღარიბაშვილი და, მით უმეტეს, ივანიშვილი! რა მოიმოქმედოს რუსეთმა, „ქართული ოცნების“ ევროტანჯვის ცქერისას?! მაგალითად, რატომ აღარ ანათებს FARA საქართველოს? დიახ, „ქართულოცნება“ შეშინდა და შეცდომა დაუშვა მარტში, როცა პირველი მოსმენით მიღებული „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი უკან გაიწვია - ერთხელ და სამუდამოდ ჩამოგლეჯდა ნიღბებს საქართველოს მოღალატეებს! მაგრამ რატომ ღაშემოაქვს ისევ - ამჯერად ამერიკული FARA-ზუსტი ასლი?! ამიტომ მოსკოვში შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნება“ 2024 წელს ხელისუფლების ხავერდოვნად გადაცემისთვის ემზადება და ასეთ კოჭლ ხელისუფლებასთან საქმის დაჭერა არ ღირს! თორემ, სხვაგვარად, გულის გადაშლისა და ხალხისთვის სიმართლის თქმის ნაცვლად, რატომ დუმს „ქართული ოცნება“ რიჭაშეკრული, როგორც დაკითხვაზე მყოფი პარტიზანი?! ნუთუ ხმას არ ამოიღებს, სანამ წამებით სიკვდილის პირამდე არ მიიყვანენ?! პრაგმატიზმის გამოვლენის - "მეორე ფრონტის" გახსნაზე უარის თქმის გარდა, რით მოახდინა ამჟამინდელმა ხელისუფლებამ რუსეთთან მოლაპარაკებისთვის მზადყოფნის დემონსტრირება? ჰოდა, თუ გვრცხვენია იმის თქმა, რომ საქართველოს გამთლიანება გვინდა და ამისთვის რა არის საჭირო, წაიღებს დათვი აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, აბა რას იზამს - ალბათ, არც ისე სჭირდებათ, იფიქრებს...

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2023 წლის 29 აგვისტო
საქართველო, თბილისი