პოლიტიკა
"აპოკალიფსი სულ უფრო ახლოვდება" - მედვედევი მსოფლიოს იოანე მოციქულის, ლენინისა და ხრუშჩოვის ციტატებით აფრთხილებს

 საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ თუ უკრაინამ დასავლეთს მართლაც შეუთანხმა ყირიმზე დარტყმები, ეს რუსეთს აძლევს საშუალებას იმოქმედოს jus ad bellum-ის (ომის უფლება) ფარგლებში, NATO-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ.

მედვედევი ამით უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას ეხმაურება [სადაც ის ამბობდა, რომ პარტნიორი სახელმწფოები მხარს უჭერენ ყირიმზე უკრაინის შეტევას] და Telegram-ზე წერს, რომ ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსული ჯარის დისლოკაციის ადგილებზე დარტყმების განხორციელება რუსეთის წინააღმდეგ ომში დასავლეთის თანამონაწილეობას ადასტურებს.

მედვედევი აანონსებს "აპოკალიფსსაც" და 3 ციტატა მოჰყავს - იოანე მოციქულის, ვლადიმერ ლენინისა და ნიკიტა ხრუშოვის.

"უკრაინელმა დამნაშავეებმა განაცხადეს, რომ შეათანხმეს ნებისმიერი დარტყმის განხორციელება ყოველივე რუსულზე, მაგალითად ყირიმზე. თუ ეს სიმართლეა (და ამაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვაქვს), ეს სტეპან ბანდერას სახელმწიფოს მხარეს დასავლეთის თანამონაწილეობის პირდაპირი მტკიცებულებაა. ეს არის რაფინირებული "კაზუს ბელი," ხოლო რუსეთისთვის jus ad bellum ფარგლებში მოქმედების შესაძლებლობაა ყველას და თითოეულის წინააღმდეგ NATO-ქვეყნებში. სამწუხაროა, მაგრამ აპოკალიფსი სულ უფრო ახლოვდება.

[იოანე მოციქულის გამოცხადება] - "იმ დღეებში სიკვდილს დაუწყებენ ძებნას კაცნი და ვერ ჰპოვებენ, ინატრებენ, ნეტა მოვკვდეთო, მაგრამ სიკვდილი დაუსხლტება მათ."

[ლენინის ციტატა] - "ჩვენ ვახსოვართ, სანამ სხვას ხელს ვუშლით."

[ნიკიტა ხრუშჩოვი] - "მოგწონთ თუ არა, ისტორია ჩვენ მხარესაა. ჩვენ თქვენ დაგმარხავთ", - წერს მედვედევი.