საზოგადოება
შარლ მიშელი: ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად

 საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

ახლა გაფართოება უნდა განვიხილოთ, როგორც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა როგორც ევროკავშირისთვის, ასევე მისი მომავალი წევრი ქვეყნებისთვის. ეს არის ამბიციური, მაგრამ აუცილებელი. ეს აჩვენებს, რომ ჩვენ სერიოზულები ვართ. შესაძლებლობების ფანჯარა ღიაა, ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ამით“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ იტყობინება, ევროკავშირის ლიდერები ამ თემაზე პირველ დისკუსიას ოქტომბრის დასაწყისში ესპანეთში, გრანადაში გამართავენ. მედიის ცნობით, უკრაინა ითხოვს, ევროკავშირი მათი ოფიციალური გაწევრიანების პროცესის წლის ბოლომდე დაწყებას დათანხმდეს.

მედია წერს, რომ ბრიუსელმა უკრაინა, მოლდოვა და ალბანეთი კანდიდატ ქვეყნებად გამოაცხადა და წამოიწყო შიდა დებატები იმის თაობაზე, როგორ შეიძლება რვა ახალი წევრის მიღება.