რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ამერიკაში გაანადგურეს აბრები „მხოლოდ თეთრკანიანებისთვის“, თუ შავი დღისთვის შეინახეს?

    რატომ ელაპარაკები ოკუპანტის ენაზე?! რა, ქართული არ იცის?!” - ხმამაღლა ტუქსავდა ერთი ექთანი მეორეს, რომელიც მძიმე მდგომარეობაში მყოფ 90 წლის ქალბატონს ამშვიდებდა. და ვერავინ - ვერც სხვა პაციენტებმა, ვერც ექთანმა და ექიმებმა - ვერ გაბედეს მისი შეპასუხება - ვიღაცას უბრალოდ შეეშინდა, ვიღაც კი შინაგანად ეთანხმებოდა. ეს მოხდა თბილისის ერთ კონკრეტულ კლინიკაში, სადაც მთელი სამედიცინო პერსონალი და დაცვაც კი არ მალავს თავის სიყვარულს მიშასადმი, თუმცა სხვა საავადმყოფოებშიც მსგავსი სურათია.

საქართველოს ბევრი მოქალაქე იმდენად მძიმედ არის მოწამლული ამერიკული პროპაგანდით, რომ შეუძლებელია მათ მოაზროვნე ადამიანი (ჰომო საპიენსი) უწოდო. საქართველოში სხვადასხვა მაქინაციით გამდიდრებული აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ყოველდღე აწყობს თავის გაცილებებს - აგროვებს თავისი ინკუბატორის ბატებს და ქართველებს შეურაცხყოფას აყენებს - ველურ უმადურ თაღლითებათ გამოჰყავს. ხოლო ამერიკული გრანტებით გამოზრდილი არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციისა და მედიის სქელსაჯდომიანი ბატები, მისთვის სახეში შეფურთხების ნაცვლად, გულაჩუყებით იღიმებიან და ამ ბებერ ქათამს ძარღვიან ხელს ართმევენ!

   "დეგნანი იყო ყველაზე ცუდი აშშ-ელჩებს შორის!" - ცრუობენ ისინი, ვინც 4 წლის განმავლობაში მისგან გრანტები და საელჩოში მიწვევაც კი ვერ მიიღო - აქაოდა, ამერიკა კარგია, მარტო ის არის ცუდი! დეგნანი საუკეთესო ამერიკის ელჩი იყო, რადგან ის ერთადერთია, ვინც აცნობა ქართველ ხალხს ამერიკის მიზნები, რომელიც თურმე სამუდამოდ მოვიდა საქართველოში, რათა მისი მოსახლეობა უტვინო ბატების გუნდად ექცია! ხოლო ვინც წინააღმდეგობას გაუწევს, ტვინამოაცლიან, როგორც პატრიკ მაკმერფიამოაცალეს მილოშ ფორმანის კინოშედევრში.

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი მთელი 4 წლის განმავლობაში ზუსტად ისე გუდავდა საქართველოს, როგორც თეთრკანიანი პოლიციელი დერეკ შოვინი - აფროამერიკელ ჯორჯ ფლოიდს, თუმცა ყველას ეგონა, რომ ის მხოლოდ სექსუალურად აღრტყინებული კიკიმორაა, რომელსაც თავი ბარბი თოჯინად მოაქვს! თუმცა პრობლემა მასში კი არა, ჩემს თანამოქალაქეებშია, რომლებმაც ზნეობრივი იერსახე დაკარგეს - როგორც ის ექთანი, დასაწყისში რომ მოგიყევით. მოგეხსენებათ, საქართველოში პოლიტიკოსებსა და ჩინოვნიკებს პერიოდულად აგზავნიან აშშ-ში რამდენიმე წლით - სტაჟირებაზე, სასწავლებლად, ანუ გადასაბირებლად. დაბრუნების შემდეგ მათ კიდევ უფრო მაღალ თანამდებობებზე ნიშნავენ და ირჩევენ პარლამენტში, სადაც ისინი მათზე დახარჯულ ფულს გამოიმუშავებენ – პროპაგანდას უწევენ „აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობას“. ეს თანაბრად ეხება საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს.

მინდა მათ ვკითხო - როგორ ასწავლიან დემოკრატიას შეერთებულ შტატებში, სადაც შავკანიანის მოკვლა ყოველთვის ჩვეულებრივ ამბავს წარმოადგენდა? როგორ ასწავლისასამართლო რეფორმას ამერიკა, სადაც ზანგები მონები იყვნენ და სადაც არცთუ დიდი ნის წინ ჩამოხსნეს აბრები „მხოლოდ თეთრკანიანებისთვის“?! ისინი გაანადგურეს, თუ შავი დღისთვის შეინახეს? როგორ შეიძლება სტრატეგიული პარტნიორები იყვნენ ისინი, ვინც ატომური ბომბები სამოქალაქო მოსახლეობის თავზე აშშ-დან ათასობით კილომეტრში ჩამოაგდეს?

   ამიტომ, საქართველოში მალე ამერიკული ბექგრაუნდი ისეთივე ნაკლად ჩაითვლება, როგორც დღეს რუსული ენის ცოდნა მიიჩნევა. მერე შეგახსენებთ, როგორ გვთვლიდნენ ამერიკული დიპლომების არმქონეებს მეორეხარისხოვან ადამიანებად - და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ გვინდოდა რუსებთან მოლაპარაკება მშვიდობისა და ჩვენი სამშობლოს იმ ტერიტორიების შესახებ, სადაც არ გვიშვებენ! მაგრამ ჩვენ არ მოგვანიჭეს ასეთი უფლებამოსილებანი - ისიც გვეყოფად, რომ დღეს არ გაწამებენ ანალურ ხვრელში ცოცხებით, როგორც სააკაშვილის რეჟიმის დროს, რაზეც „ოცნებას“ კუბოს ფიცრამდე მადლიერი უნდა იყოთო...“, - წერს თავის Facebook-გვერდზე საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი.

2023 წლის 28 აგვისტო
საქართველო, თბილისი