რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: აშშ-ის ელჩმა ვაშინგტონს მისთვის ვადის გახანგრძლივება რამდენჯერმე სთხოვა, რათა საქართველოში მოეწყო მაიდანი და გაეხსნა მეორე ფრონტი

   სააკაშვილის თოჯინები, ანუ რადიკალური ოპოზიციის ლიდერები მთელი კვირა გვიკიჟინებენ - პუტინმა პრიგოჟინი მოკლა! მაგრამ „ოცნებისტებს“ ეშინია, კვლავ რუსეთუმეობა არ დაბრალდეთ და სიტყვას არ უბრუნებენ - აქაოდა, ჯობია მოგვიყვეთ, თქვენმა მიშამ ჟვანია როგორ მოკლაო! კიდევ ამიტომ არიან ჩუმად, რომ 18 წელია პრემიერის მკვლელობის საქმე ოფიციალურად არ გახსნილა, თუმცა ესაა პოლიშინელის საიდუმლო, ანუ საიდუმლო, რომლის შესახებაც ყველამ ყველაფერი იცის! 2012 წელს, „ოცნების“ არჩევისას, ქართველ ამომრჩეველს ტყუილად ჰქონდა რეზონანსული დანაშაულების გახსნის იმედი - ამ საქმეებს ამერიკის საელჩომ სამუდამოდ ტაბუ დაადო!

   „ოცნების“ საპარლამენტო სპიკერებს ეშინიათ იკითხონ - თუკი პუტინი ასეთი შურისმაძიებელია, მაშინ რატომ არ მოკლა სააკაშვილი? 2008 წლის ომში ქართველების მთავარსარდლის დაღუპვა მთელ მსოფლიოში არავის გაუკვირდებოდა, ქართველებს კიდე მაგრად გაახარებდა, რადგან სააკაშვილის სიკვდილი საუკეთესო კომპენსაციაა მისი ბრძანებით მოკლული და ნაწამები ათასობით უდანაშაულო ადამიანისთვის.

   ადექვატურმა და არა დეგრადირებულმა ქართველმა, რომელსაც ამბიციებმა და სიხარბემ გონება გაუჭედა, დღეს უნდა იფიქროს მედვედევის ამასწინანდელ სიტყვებზე საქართველოს შესახებ და ამ სიტყვებზე მკვეთრად უარყოფით რეაქციებზე აფხაზეთში, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან შესაძლო მიერთების საკითხში დემონსტრაციულად დისტანცირდა "სამხრეთ ოსეთისგან". ასევე, საქართველოს ადექვატურ მოქალაქეებს ძალიან სურთ შეიტყონ „ოცნებისგან“ - რატომ იმუშავა აშშ-ის ელჩმა საქართველოში ვადაზე ერთი წლით მეტი და დღესაც, როცა ყველას ორ-ორჯერ დაემშვიდობა, არსადაც არ წასულა - დეგნანის მტკიცე სული საქართველოში ხან ნატოს წვრთნებს ხსნის, ხანაც ბრიფინგებს აწყობს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აკრიტიკებს! თუმცა ესეც პოლიშინელის საიდუმლოა, რადგან „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში კელი დეგნანი არ მალავს, რომ აშშ საქართველოს თავს არ დაანებებს, სანამ საბოლოოდ არ გადააქცევს მორჩილი დებილების კოლონიად!

   დეგნანის წინაშე წამოჭრილი ერთადერთი ამოცანა 4 წლის წინ, მისი საქართველოში დანიშვნისას, იყო საქართველოს ინტეგრაცია ასოცირებულ ტრიოში "უკრაინა-მოლდოვა-საქართველო", მაგრამ მან დავალებას თავი ვერ გაართვა - საქართველომ უარი თქვა რუსეთთან ომზე და ტრიო დაიშალა. „კავკასიელი აბორიგენების, სიჯიუტით განრისხებულმა, რომლებზეც ამერიკამ 5 მილიარდი დოლარი დახარჯა 30 წლის განმავლობაში“ ($166,666,666,666 მილიონი წელიწადში) დეგნანმა რამდენჯერმე სთხოვა ვაშინგტონს მისთვის ვადის გახანგრძლივება და დაჰპირდა მარცხის გამოსწორებას. ის ისევ და ისევ აფინანსებდა რადიკალურ ოპოზიციას და მისი ხელით აწყობდა სხვადასხვა პროვოკაციას ხელისუფლების რევოლუციურად შეცვლის მიზნით. თბილისში მაიდანის ერთ-ერთი მცდელობაც რომ გამოსულიყო („მოლოტოვის კოქტეილებით“ 3-დღიანი რბევა პარლამენტთან უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ ერთ-ერთი ბოლო იყო), ხელისუფლებაში მოვიდოდა კოალიციური მთავრობა უკრაინის მოქალაქის, სააკაშვილის ხელმძღვანელობით, მეორე დღეს კი საქართველო რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტს გახსნიდა!

   ახლა დეგნანის დაგნარს საქართველოში უფრო ხისტად, ლამის დანით ხელში გააგრძელებს ახალი ელჩი - დანიგანი, რათა მიუსწროს აშშ-ის 2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებს. ეს იქნება მე-60 არჩევნები, სადაც აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს აირჩევენ და ახლა ყველა ღონეს მიმართავენ, რომ ეს იყოს კვლავაც დემენციით დაავადებული კორუმპირებული ბაბუა, სამაგიეროდ - რუსოფობი. ახლა კი - ყურადღება: აშშ-მა, რომელმაც ასობით სანქციგამოუცხადა რუსეთს და აიძულა ევროპა შეერთებოდა მათ; აშშ, რომელიც, ნატოს ბლოკის სათავეში, უკრაინელების ხელით პრაქტიკულად ეომება რუსეთს, აი ეს აშშ მიმდინარე - 2023 წლის პირველ ნახევარში რუსეთისგან შეიძინა 416 ტონა გამდიდრებული ურანი, რაც 2,2-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე გასული - - 2022 წლის ანალოგიური პერიოდისათვის და 2005 წლის შემდეგ მაქსიმალურ მოცულობას მიაღწია! რა საფრთხეშეიძლება წარმოადგენდეს ბირთვული ზესახელმწიფო, რომელმაც ამდენი ურანი იყიდა და რომელსაც ხელმძღვანელობს პრეზიდენტი - რობოტი, რომელიც დროგამოშვებით გაუმართავია?!

და ამ დროს ამერიკამ აუკრძალა საქართველოს რუსებისთვის მეორადი მანქანების მიყიდვა და ათასობით ქართველი დარჩა საარსებო წყაროს გარეშე, პირთამდე ვალებში საბანკო კრედიტებით, რომლისთვისაც სახლები დააგირავეს! ამგვარად გაანადგურეს ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი და მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი ბიზნესი საქართველოში - პოსტსაბჭოთა სივრცეში საუკეთესო ავტობაზარი ქალაქ რუსთავში, სადაც ხალხი მანქანების საყიდლად რუსეთიდან და ყაზახეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და მრავალი სხვა ქვეყნიდან ჩამოდიოდა, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდანაც კი. საქართველოს ავტობაზრისთვის პირველი დარტყმა საქართველოს ყოფილი პრემიერის - მავნებელი კვირიკაშვილის მიერ განბაჟებაზე დრაკონული აქციზების შემოღება იყო. მაგრამ კვირიკაშვილის აქციზების დაუყოვნებლივ გაუქმების ნაცვლად, "ოცნების" ხელისუფლების ყველა შტოს ხელმძღვანელებმა უკრაინის არარსებულ სახელმწიფოს მიულოცეს არარსებული დამოუკიდებლობის დღე და უსურვეს არარსებული სუვერენიტეტისა და არარსებული ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცება! რითაც დიდად გააოცეს ქართველი ხალხი, რომელიც, ხელისუფალთაგან განსხვავებით, კიევის რეჟიმისგან მხრიდან სახეში შეფურთხებას ასე იოლად არ პატიობს!

   ვშიშობ, რომ ზემოხსენებული პოლიშინელის საიდუმლოებები მაინც აიძულებს ქართველებს „ჩაიცვან შინელები“ - იომონ რუსებისდა ერთმანეთის წინააღმდეგ, რის შემდეგაც აშშ-ის ელჩის მისია დასრულებულად ჩაითვლება! თუ აშშ საშუალებას მისცემს „ქართულ ოცნებას“, კიდევ ერთი წელი დაჰყოს ხელისუფლებაში, მაინც არ ცნობს საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას (რომელიც დანიშნულია აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე - ოქტომბრის დასაწყისში) - ხმების ელექტრონულად დათვლის შედეგებს გაყალბებულად ცნობენ, რაც წინასწარ ღიად განაცხადა დეგნანმა. არჩევნებში დამარცხებული ოპოზიცია - სააკაშვილის თოჯინები - ამერიკის საელჩოს ფულით, მასობრივ საპროტესტო აქციაზე გამოიყვანენ ამომრჩევლებს, რომლებსაც ვითომდა „ხმები მოჰპარეს", რასაც დაადასტურებენ საერთაშორისო დამკვირვებლები.

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2023 წლის 27 აგვისტო
საქართველო, თბილისი