პოლიტიკა
პრიგოჟინი იყენებდა ორეულებს – მედია

 საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. როგორც BBC ადრე წერდა, “ვაგნერის” დამფუძნებელს და მეთაურს ჰყავთ ორეულები – მოქალაქეები, რომლებმაც ოფიციალურად შეიცვალეს გვარი, სახელი და გახდნენ მათი სრული სეხნიები, მიიღეს პასპორტები ევგენი ვიქტოროვიჩ პრიგოჟინისა და დიმიტრი ვალერიევიჩ უტკინის სახელით.

რამდენიმე ფსევდო-პრიგოჟინი და ფსევდო-უტკინი იყო დაკავებული ბიზნესით და დაარეგისტრირეს პერსონალური მონაცემების ცვლილება იურიდიული პირების ერთიან სახელმწიფო რეესტრში, ერთ-ერთ მათგანს – წარსულში ლეონიდ კრასავინს – ჰქონდა იგივე დაბადების თარიღი, როგორც პრიგოჟინს. მედია ვარაუდობდა, რომ სწორედ ის გაფრინდა ლიტვაში, როდესაც პრიგოჟინი უკვე სანქციების ქვეშ იყო. პრიგოჟინის კიდევ ერთი ორეული ცნობილი გახდა სისხლის სამართლის საქმეში მისი დაკავების შემდეგ.

ზოგჯერ პრიგოჟინისა და უტკინის ორეულები უბრუნდნენ თავიანთ ყოფილ სახელებს, მაგრამ ამ „ტყუპისცალებიდან“ რამდენმა გააგრძელა “ვაგნერის” ლიდერების სახელების გამოყენება, უცნობია.

ივნისის ბოლოს აჯანყების მცდელობის შემდეგ პრიგოჟინი, რომელმაც განაცხადა, რომ ბელარუსში მიდიოდა, გამოჩნდა როგორც პეტერბურგში, ასევე მოსკოვში (სადაც, კერძოდ, ვაგნერელებთან ერთად შეხვდა პუტინს). ივლისში New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია პენტაგონის ვერსიაზე, რომ პრიგოჟინი იყენებს ორეულებს თავისი გადაადგილების დასამალად.