სამართალი
ამის შესახებ ფოტორეპორტიორ გია აბდალაძის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა, რომელმაც მოდულის შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. მისი თქმით, მან ხელი მოაწერა ოქმს იმის შესახებ, რომ საქმეს უკვე დაედო გრიფი „საიდუმლო“.
მოდულის შენობასთან ამ წუთებში დაკავებულთა სოლიდარობის ნიშნად ჟურნალისტები იკრიბებიან. ადვოკატები კი იქ შესვლას, სავარაუდოდ, რამდენიმე წუთში კვლავ შეძლებენ და დაკავებულებთან შეხვედრას მოახერხებენ.
საქინფორმი