რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ასეთი „ქართული ოცნება“ არც საქართველოს და არც ივანიშვილს სჭირდება!

     დაე ყველაფერი მისმა უდიდებულესობამ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს! - წერს სოცქსელში სააკაშვილი, რომელმაც ხელისუფლებას დაასწრო და საარჩევნო კამპანია "VivaMisha” პირდაპირ თავისი სამეფოდან გახსნა. უცნობია - საკუთარი ნებით, თუ აშშ-ს ბრძანებით, ეს მსჯავრდებული, კანონდარღვევით, იმყოფება ისეთ პირობებში, რაც მას პოლიტიკური საქმიანობის საშუალებას აძლევს. „VivaMedi“ - კერძო კლინიკაა, ამიტომ სააკაშბილის რჩენა - მოვლა-მკურნალობა-უსაფრთხოება სახელმწიფო ბიუჯეტს და, მაშასადამე, თითოეულ გადასახადის გადამხდელს, თვეში ათიათასობით ლარი უჯდება. გვკითხა კი ქართული ოცნების ხელისუფლებამ ქართველ ხალხს - თანახმა ვართ თუ არა ამაზე? არა, არ უკითხავს, ​​რადგან პასუხი წინასწარ იცის - საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა დიდი ხანია ითხოვს სააკაშვილის უკან, ციხეში გადაყვანას, მაგრამ ხელისუფლებას ეს ან არ შეუძლია, ან არ უნდა.

მისმა უდიდებულესობამ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს ყველაფერი! - სააკაშვილის მესიჯი სწორია, მაგრამ ძველი - 15 წლის წინ ასე მიმართავდა ქართველ ხალხს სხვა ცნობილმა პოლიტიკოსმა. საერთოდ, სააკაშვილმა ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა, როცა ჟვანია მოკლა, რადგან ზურას სკოლაგავლილი დღემდე იქ შეძენილ უნარებს იყენებს - არაფერი საკუთარი და ახალი მიშას არ გამოუგონია. ოღონდ ჩნდება კითხვა - რომელი ქართველი ხალხი ჰყავს სააკაშვილს მხედველობაში? თუ საქართველოში მყოფი, მაშინ - რადიკალაური ოპოზოცია, თუ ხელისუფლების მხარდამჭერები? ან საერთოდ არავის მომხრეები? თუ ქართული ემიგრაცია, სადაც არანაკლები ქართველები და საქართველოს მოქალაქეები არიან, ვიდრე თავად საქართველოში, მაშინ რომელი - რუსეთში, აშშ-ში, ევროპაში? და როგორ გავიგოთ ქართული ემიგრაციის აზრი, თუკი უდიდეს ქართულ დიასპორას - რუსეთში - ხმის მიცემა აკრძალული აქვს? რატომ დატოვა ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ შემოღებული წესი უცვლელად? ყველა არჩევნებზე საქინფორმი წარუმატებლად ცდილობს ამ კითხვაზე პასუხის მიღებას, მაგრამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ პასუხობს.

   საქინფორმი ასევე წარუმატებლად ცდილობს იუსტიციის სამინისტროსგან პასუხის მიღებას - რის საფუძველზე ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს, საქართველოს მოქალაქეობა, რაც სააკაშვილსაც კი არ მოსვლია აზრად? პასუხოს მედიისა და მოქალაქეების წერილებს - ასეთი "კულტურა" მართლაც შემოიღო ზოგიერთმა სამინისტრომ და სააკაშვილაქ არაფერ შუაშია. ზოგიერთი მინისტრის ვერსიით, მედია, რომელსაც მოქალაქეთა უფლებების დაცვის ფუნქციების გამო შემთხვევით როდი „მეოთხე ხელისუფლებას“ უწოდებენ, არის „არასათანადო პირი“, ამიტომ მედიის წერილებზე პასუხის გაცემა საჭირო რაა! როცა სახელმწიფოში კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობის საქმეები ერთ სამინისტროშია გაერთიანებული, ამ სახელმწიფოში კულტურა შესაბამისია. რაც შეეხება მომავალი წლის არჩევნებს, რატომ არ აკეთებს ქართული ოცნება განცხადებას, რომ ელექტრონული კენჭისყრის ინიციატორი, რომელსაც კელი დეგნანი თავის ბოლო ინტერვიუში აკრიტიკებს, სააკაშვილია, თანაც - ციხეში მოხვედრის პირველივე დღეებიდან?!

   ჩემი მშობლების წყალობით, მე მქონდა პატივი, მესწავლა და მქონოდა ურთიერთობა ქართველი ხალხის ინტელექტუალური ელიტის წარმომადგენლებთან, ამიტომ ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ დადგებოდა დრო, როცა ქართულ საზოგადოებას რაიმეს ავუხსნიდი! ესენი იყვნენ უფროსი თაობის წარმომადგენლები, მაგრამ მე არ მივტირი საბჭოთა კავშირს, რომელიც ბოლო ეტაპზე დაემსგავსა თანამედროვე საქართველოს - ვგულისხმობ არა მხოლოდ ნეპოტიზმს, რომელიც ხრავს ნებისმიერ სახელმწიფოს, არამედ ისტორიის გაყალბებას. წარსულის ტოტალურმა გაშავებამ მაშინ საბჭოთა ლიდერებს ცუდი სამსახური გაუწია - სტალინის და მისი თანამოაზრეების წაშლის მცდელობით, საკუთარი ფესვები მოიჭრეს და მომავალი წაიშალეს! რატომ დღემდე არ აფიქსირებს ქართული ოცნება“ თავის პოზიციას - ჩვენ უნდა ვიამაყოთ ფაშიზმზე დიადი გამარჯვებით რუსებსა და სსრკ-ს სხვა ხალხებთან ერთად, უნდა ვიამაყოთ ქართველი გენერალისიმუსით, იმ გამარჯვების უმაღლესი მთავარსარდლით? ალბათ - არა, რაკიღა საძმო სასაფლაოები, მემორიალები, ძეგლები, მათ შორის სტალინის, ჩამოგდებული და წაბილწულია! მაშინ რით განსხვავდებიან ქართველები უკრაინელი ბანდერელებისა და სხვა ევრონაცისტებისგან? 22 ივნისს 82 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ევროპელი ფაშისტები თავს დაესხნენ საბჭოთა კავშირის მშვიდობიან ხალხებს მათი განადგურების მიზნით - რატომ არ აკეთებს ქართული ოცნება განცხადებას, რომ დღეს უკრაინაში იგივე ხდება?!

   და საერთოდ, შეიძლება თუ არა სახელმწიფო ჯანსაღად ჩაითვალოს, სადაც ჯანდაცვა, განათლება, კულტურა და მართლმსაჯულება დიდ პრობლემებს განიცდიან?! სახელმწიფო, სადაც პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შორის ყველა ერთნაირად უსახოა და მხოლოდ ერთი „სახეა“ - პრემიერი ღარიბაშვილი, რომელსაც ადანაშაულებენ ყველა ჩავარდნაში? მიღწევების შესახებ არავინ იცის, რადგან ქართულ ოცნებას“ არ ჰქონდა და არ აქვს არც პიარი და არც ანალიტიკური სამსახური. წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ არ მოსთხოვა ქართულმა ოცნებამ“ აშშ-ის ელჩს ახსნა-განმარტება - ვის გულისხმობდა იმავე ინტერვიუში პრორუს დეზინფორმატორებში“? ქართული ოცნებას“ ხომ არა?! რატომ აცხადებს აშშ-ს ელჩი საქართველოში არჩევნების გაყალბების შესახებ ერთ წელზე მეტი ხნით ადრე - ელექტრონული კენჭისყრის შედეგებით მანიპულირების“ გამო? და ეს არის იმ ქვეყნის წარმომადგენელი, სადაც ჯერ კიდევ ვერ გარკვეულან წინა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებში, თუმცა ერთ წელიწადში ახალი არჩევნები მოდის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ერთდროულად?! რას ნიშნავს მისი გამოსამშვიდობებელი მოწოდება ამომრჩევლებისადმი - "დაიცავი შენი ხმები!" - თუ არა მოწოდება ახალი "ვარდების რევოლუციისკენ“? განა იმ პირველი „ვარდების რევოლუციის“ მიზეზად შევარდნაძის გუნდის მიერ არჩევნების გაყალბება არ გამოცხადდა?! ჩვენ 30 წელზე მეტია აქ ვართ, საქართველოსთან და არსად მივდივართ. ჩვენ ვიდგებით საქართველოს გვერდით, სანამ ხალხი არ გაძლიერდება დემოკრატიული მომავლის გზაზე“, - რას ნიშნავს ელჩი დეგნანის ეს სიტყვები, რომელიც პენსიაზე კი არ გადის, არამედ ბრუნდება ვაშინგტონში, როგორც საგარეო პოლიტიკის უფროსი მრჩეველი - ანუ, საქართველოს ახალი კურატორი?! ეს სიტყვები ხომ იმას ნიშნავს, რომ საქართველო აშშ-ს ვერსად გაექცევა და აშშ მანამ არ დამშვიდდება, სანამ საქართველოს საბოლოოდ არ გადააქცევს კოლონიად, სადაც ჩრდილოელი მეზობლისკენ გახედვა აზრადაც არავის მოუვა!

   ამიტომ მივესალმები მარიკა ვერულაშვილ, რომელმაც ივანიშვილისგან თბილისის ცენტრში უზარმაზარი ტერიტორიები იყიდა! კარგად მახსოვს ამ გოგოს ძველი ინტერვიუ, რომელშიც ის ჰყვებოდა, თუ რა გაჭირვებით ზრდიდა შვილს მარტო, ნახევარსარდაფში მდებარე ნაქირავებ ბინაში და ამავდროულად ლექციებისთვის ემზადებოდა! სააკაშვილის პირველმა ფავორიტმა, უარი თქვა „ნაცმოძრაობაზე“ და რუსოფობიაზე და წარმატებული მილიონერი გახდა!

   და რატომ დაემორჩილა ქართულოცნება“ აშშ-ის ბრძანებას და აკრძალა რუსეთში ავტომანქანების ექსპორტი, რომელზეც საქართველოს ათასობით მოქალაქე ფულს შოულობდა? მხოლოდ იმ იდიოტური მიზეზის გამო, რომ, როგორც აშშ-ის ელჩმა „რადიო თავისუფლებასთან“ ნახსენებ ინტერვიუში განაცხადა, ამ ავტომანქანებს ჰქონდათ ჩიპები, რომლებიც მოგვიანებით აღმოჩნდა რუსულ რაკეტებში“! რატომ არ გამოჩნდა მმართველ პარტიაში არავინ, ვინც იტყოდა, რომ ბევრი ამერიკული და ევროპული კომპანია დღემდე მუშაობს რუსეთთან?! და რომ არა სანქციები, დღესაც, გაგანია ომში, რუსეთი სიამოვნებით გააგრძელებდა პარტნიორობას ამერიკულ და ევროპულ ბიზნესთან? თუ მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის „ტოიოტას“ და „მერსედესის“ სარგებლიანად გადაყიდვა მდიდარ რუსებზე?! რატომ აშშ-ს ელჩის ხუშტურების გამო საქართველომ უნდა დაკარგოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი? რას ფიქრობს ამაზე „ქართული ოცნება“?

მაგრამ ვის შეუძლია ქართულ ოცნებაში ასეთი განცხადების გაკეთება? რა თქმა უნდა, არა მის საპარლამენტო სპიკერებს - რუსოფობებს მლიქვნელების ფსიქოლოგიით, რომლებიც 11 წელია ეჯიბრებიან ერთმანეთს - ვინ მეტად უკბენს „რუს ოკუპანტებს“ ოპოზიციის მხრიდან რუსეთუმეობაში დადანაშაულების თავის ასარიდებლად! სჭირდება კი საქართველოს ასეთი ქართული ოცნება“ როგორიც ის დღეს არის?! სჭირდება კი თავად ივანიშვილს, მის შემქმნელს, ასეთი ქართული ოცნება“?! ბიძინა ივანიშვილი მილიარდერია და არა პოლიტიკოსი, მსოფლიოში სულ რამდენიმე ასეული მილიარდერია, პოლიტიკოსები კი უამრავი და საქმე რომ ბიზნესს ეხებოდეს, კითხვები არ მექნებოდა. მაგრამ აქ საკითხი პოლიტიკას ეხება, განა შეუძლია პრემიერ ღარიბაშვილს ერთპიროვნულად გადაჭრას სახელმწიფოს მართვასთან, საგარეო და საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებული ყველა საკითხი?! და რატომ მისცა გუშინ ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტ-რეზიდენტ ზურაბიშვილს „ყირიმის პლატფორმის“ „სხოდკაზე“ საქართველოს სახელით ანტირუსული განცხადებების გაკეთების უფლება?! და თუ მენშევიკმა სალომემ ეს ძირგამომთხვრელი დივერსია თვითნებურად ჩაიდინა, რატომ არ უარყო ეს მაშინვე ქართულმა ოცნებამ?!

   და საერთოდ, ქართულ ოცნებას შეუძლია რო ახსნას - თუ საქართველო შეერთებული შტატების პარტნიორია, მაშინ რატომ მიჰყვება ევროპულ გზას? შეერთებული შტატები, ევროპა და რუსეთი არის სამი შეუთავსებელი რამ+, მაშ, რას უპასუხებს „ქართული ოცნება“ მედვედევს, რომელმაც „Аргументы и факты“-ს სტატია დაამთხვია საქართველოში ნატოს წვრთნებს „Agile Spirit“? დასავლეთმა უნდა ისწავლოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ აუცილებელი გაკვეთილი. 2008 წელს ჩვენ შევაჩერეთ თბილისზე თავდასხმა, როდესაც მივაღწიეთ წარმოქმნილი საფრთხეების აღმოფხვრასა და უსაფრთხოების გარანტია. მაგრამ ახლა ვითარება კვლავ აქტიურად იძაბება, როგორც ჩანს იმისათვის, რომ უკრაინის ფლანგთან ერთად ჩვენს საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი კერა შეიქმნას. ისევ მიდის საუბარი ნატოში საქართველოს შესაძლო გაწევრებაზე. თითქოსდა შეკვეთით, ამ ქვეყანაში რუსოფობიის აფეთქებები დაიწყო. ჩვენ არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება. ჩვენ უწინდებურად მზად ვართ გავუმკლავდეთ პრობლემებს მოლაპარაკებების მაგიდასთან გაეროს წესდების სულისკვეთებით. მაგრამ თუ ჩვენშეშფოთება რეალურ მოხაზულობას შეიძენს, ჩვენ აღარ დავაყოვნებთ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა კვლავ პოპულარულია. და ეს შეიძლება განხორციელდეს, თუ ამისთვის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს.

საგანგებოდ იმ დეგრადირებული ქართველებისთვის, რომლებიც ქუჩაში გამომწვევად იქცევიან და სინდის-ნამუსს 10 დოლარად ყიდიან, განვმარტავ: რფ-ის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, რომელმაც, რუსეთის პრეზიდენტობისას, გასცა ბრძანება საქართველოში სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ და ცნო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთმის დამოუკიდებლობა, გამოაცხადა უპრეცედენტო მზადყოფნა, დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოს ტერიტორიული პრობლემების გადასაწყვეტად "გაეროს წესდების სულისკვეთებით" - ანუ სამართლიანად, ვინაიდან გაეროს წესდება აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მაგრამ თუ საქართველო გააგრძელებს ნატოსკენ სწრაფვას, რომლის ფართომასშტაბიანი წვრთნები ახლა საქართველოში ტარდება, მაშინ რუსეთი ამ ტერიტორიებს შეიერთებს, ამბობს მედვედევი.

   ვფიქრობ, რომ დროა ქართულმა ოცნებამ“, მიხეილ სააკაშვილის კვალდაკვალ, დაიწყოს წინასაარჩევნო კამპანია და ძირეულად გადახედოს თავის საშინაო, საგარეო და საკადრო პოლიტიკას, რათა მომავალ წელს ხელისუფლებაში, რამდენიმე ღირსეულის გარდა, კვლავაც არ მოხვდეს უსახო ფლუგერებისა და კონიუნქტურული დემაგოგების „ბლატნოი“ ბალასტი.

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2023 წლის 23 აგვისტო
საქართველო, თბილისი