აქტუალური
ქართველი საზოგადოება „თავისუფალი საქართველოს“ ინიციატივას მხარს უჭერს

ruseTis-bazari„თავისუფალი საქართველოს“ მიერ საქინფორმისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ბაზარზე საქართველოსდაბრუნების თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერებმა მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართეს რუსეთის მთავარ სანიტარ გენადი ონიშჩენკოსთან. აღნიშნული შეხვედრები გაიმართა „საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის“ პრეზიდენტ ალექსანდრე ებრალიძის დახმარებით და განხილულ იქნა სწორედ რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნების პერსპექტივები.

„5 ივლისს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით ჩატარდა გამოკითხვა თემაზე – „ემხრობით თუ არა რუსეთის ბაზრის გახსნას“. როგორც შედეგებმა ცხადყო, გამოკითხულთა 90%-ზე მეტი მხარს უჭერს ასეთ ინიციატივას“, – ნათქვამის ორგანიზაციის განცხადებაში.

„თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ საზოგადოების მაღალი მხარდაჭერაა პასუხი კითხვაზე, თუ ვისი ეგიდით მოქმედებს „თავისუფალი საქართველო“ რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხში.

საქინფორმი