პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე: საქართველოს, ისევე როგორც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, არის ის იდეა, რომელსაც არ შეიძლება, ალტერნატივა ჰქონდეს

 საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს, ისევე როგორც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, არის ის იდეა, რომელსაც არ შეიძლება, უბრალოდ, ალტერნატივა ჰქონდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ნატო-ს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, მხედველობაშია მისაღები ყველას მხრიდან, რომ საქართველო ვერცერთი პირობით ვერ შეეგუება თავისი ტერიტორიების ოკუპაციას.

ამიტომ ნებისმიერი გამოსავლის ძიებისას ყველას მხედველობაში აქვს მისაღები, რომ, მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში ვერასდროს საქართველო ვერ შეუერთდება ვერცერთი დათქმით, ვერცერთი პირობით თავისი ტერიტორიების ოკუპაციას. სავარაუდოდ, იგივე დამოკიდებულება აქვს უკრაინის ხელისუფლებას და უკრაინის ხალხს. აქედან გამომდინარე, ყველას მოუწევს ამის მხედველობაში მიღება, ვინც ისაუბრებს საქართველოს ან უკრაინის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ეს არის ზუსტად სირთულე, თუმცა გამოსავლის ძიებაში ასეთი ტიპის შემოთავაზებების გაკეთება, თუ ჩავთვლით ამას შემოთავაზებად, არის კატეგორიულად მიუღებელი“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ნატო-ს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორმა, სტიან იენსენმა განაცხადა, რომ უკრაინა შეიძლება გახდეს ალიანსის წევრი რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ.