პოლიტიკა
ნატო-ს მაღალჩინოსანმა, რომელმაც უკრაინის ალიანსში გაწევრიანების სანაცვლოდ ტერიტორიების დათმობა არ გამორიცხა, ბოდიში მოიხადა

 საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. ნატო-ს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელმა, სტიან იენსენმა „შეცდომა“ უწოდა განცხადებას, სადაც მან უკრაინის ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ კიევის მიერ მოსკოვისთვის ტერიტორიების დათმობა დაუშვა. როგორც ნორვეგიული მედია წერს, ნატო-ს მაღალჩინოსანმა განმარტა, რომ მისი განცხადება „ფართო დისკუსიის ნაწილი იყო და ეხებოდა უკრაინაში მოვლენების განვითარების სავარაუდო სცენარებს“.

მე არ უნდა მეთქვა ეს ამგვარად. ეს იყო შეცდომა“, – განაცხადა სტიან იენსენმა.

თუ – და მე ხაზი გავუსვი ამ სიტყვას – თუ – თქვენ მიხვედით იმ წერტილამდე, როდესაც შეგიძლიათ მოლაპარაკებების წარმართვა, მაშინ სამხედრო სიტუაცია ბრძოლის ველზე, ანუ ვინ რას აკონტროლებს, ითამაშებს ცენტრალურ როლს და აუცილებლად ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა, თუ როგორი იქნება ამ ომის შესაძლო შედეგი“, – განაცხადა იენსენმა.

მისივე განმარტებით, სწორედ ამიტომ, ნატო უჭერს მხარს უკრაინას და ეხმარება. მისივე თქმით, მოსკოვთან მოლაპარაკებების დრო და თემატიკა თავად უკრაინამ უნდა განსაზღვროს.