პოლიტიკა
ვლადიმერ პუტინი: დასავლეთი ცეცხლზე ნავთს ასხამს, რათა უკრაინაში კონფლიქტი კიდევ უფრო გაღვივდეს და მასში სხვა სახელმწიფოებიც ჩაითრიონ

 საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. დასავლეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინაში კონფლიქტი გააფართოოს და მასში ახალი ქვეყნები ჩართოს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საერთაშორისო უსაფრთხოების შესახებ მოსკოვის XI კონფერენციაზე ვიდეო ჩართვის საშუალებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ის, თუ სანამდე მივყავართ ცეცხლზე ნავთის დასხმის პოლიტიკას ნათლად ჩანს უკრაინის მაგალითზე. ნეონაცისტური რეჟიმისთვის მილიარდობით დოლარის, აღჭურვილობის, იარაღის, საბრძოლო მასალის მიწოდება, სამხედრო მრჩევლებისა და დაქირავებული ჯარისკაცების გაგზავნა, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კონფლიქტი კიდევ უფრო გაღვივდეს და მასში სხვა სახელმწიფოებიც ჩაითრიონ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.