საზოგადოება
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6186 ლარი გახდა

 საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6186 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6186 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6211 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0025ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8674 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.8816 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0142 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.