პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: რატომ წააგეს შეერთებულმა შტატებმა საქართველოში, ანუ წვრილმანები, რომლებიც ყველაფერს წყვეტს

   როდესაც ვაშინგტონში დაბრუნების შემდეგ აშშ-ის უკვე ყოფილ ელჩს საქართველოში კელი დეგნანს სახდეპში გამოუძახებენ დასაქმე გარჩევენ“, უფრო სწორად, პასუხს მოსთხოვენ იმ ზიანისთვის, რომელიც მან ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებმისი 3-წლიანი მუშაობის განმავლობაში მიაყენა, დაასკვნიან, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველო მისი სულელური შეცდომების გამო დაკარგა. დღეს საქართველო გაცილებით შორს არის ამერიკის შეერთებულ შტატებისგან, ვიდრე 30 წლის წინათ, დიპურთიერთობების დამყარების მომენტისთვის - მაშინ ქართველები ამერიკისკენ ისწრაფვოდნენ, როგორც ქართულოცნებისკენ, დღეს კი საშინლად იმედგაცრუებულებმა და გულმოსულებმა ზურგი შეაქციეს. აშშ-ის ელჩი არა მარტო საქართველოში, არამედ ბევრ ქვეყანაში არა მხოლოდ დიპლომატი, არამედ გავლენიანი პოლიტიკოსიცაა, ამიტომ ელჩის დანაშაული, რომელიც სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაციას უგზავნის სახდეპდა იქიდან, შესაბამისად, იღებს კონტრპროდუქტიულ მითითებებს, ძალიან დიდია. კარიერულ მიზნებზე ორიენტირებული ელჩი დეგნანის მიკერძოებულმა მოხსენებებნეგატიურად აისახა საქართველოს და, საბოლოოდ, აშშ-ის ეროვნულ ინტერესებზე, თუკი სტაბილური ყოფნა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიაშიც ამერიკის ეროვნულ ინტერესებში შედის.

   არადა, არცთუ დიდი ხნის წინ, აშშ-ს საწუწუნო არაფერი ჰქონდა - უწინდელი და ამჟამინდელი ხელისუფალნი - სააკაშვილის "ნაცმოძრაობა" და ივანიშვილის "ოცნება" - სოლიდარული იყვნენ მხოლოდ ერთ რამეში, რომ შეერთებული შტატები - საქართველოს გონება, პატივი და სინდისი, ეტალონი, უფროსი ძმა და მომავალია! გასაკვირია, მაგრამ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები უკეთესი იყო მაშინაც კი, როცა კელი დეგნანის ჩამოსვლამდე ორი წლის განმავლობაში საქართველოში საერთოდ არ იყო ამერიკის ელჩი! და აი, იან კელის შემდეგ საქართველოში გამოგზავნეს კელი დეგნანი (რომელსაც ამ დღეებში რობინ ნიგანი შეცვლის), რომელსაც ამ პაუზის კომპენსირება უნდა მოეხდინა - კაპიტოლიუმის ბორცვზე „ქართლის დედის“ თავი მიეტანა! მაგრამ საქართველოში ყოფნისას დღითიდღე რუსთაველის სამშობლო მისთვის სულ უფრო უცნობი და მტრული ხდებოდა და დღეს ის სახლში თავად ბრუნდება თავგზაარეული - ანუ აბსოლუტურად არ ესმის, სად იმყოფებოდა ბოლო სამი წელი. და ეს იმიტომ, რომ დეგნანმა, იანკისთვის დამახასიათებელი ამპარტავნბითა და უცერემონიობით, მოისურვა ყველაფერი ერთბაშად მიეღო ქართველებისგან - რათა მათ გეებიშეჰყვარებოდათ და გეი-აღლუმებიგაემართათ, და რომ ერთსქესიანთა ქორწინებები დაკანონებინათ და რუსეთთან კი არ ევაჭრათ, არამედ ეომათ, და რომ გადაათ თავიანთი მილიარდერი-მეცენატი, გაძარცვამისი სასახლე, როგორც ყმებს - მემამულის სახლ-კარი!

ხოლო თუ ვინმე უარს იტყოდა USA-მითითებების შესრულებაზე, მას კრემლის აგენტად აცხადებდნენ და ეს იქცა აშშ-ელჩის მთავარ შეცდომად! ანუ ყველაფერი, რაც ქართველი ხალხისთვის მიუღებელია - ჰომოსექსუალიზმი, ათეიზმი, ღალატი - კელი დეგნანის ჭკუათხელობით, საქართველოში აშშ-თან ასოცირა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის, რაც ქართველებს ტრადიციულად უყვართ, უკავშირდება რუსეთს! ელჩი კელის დაუღალავი ძალისხმევის წყალობით აღმოჩნდა, რომ კრემლის აგენტი, ანუ რუსეთუმე, არის დადებითი მართლმადიდებელი ჰეტეროსექსუალი ქართველი, რომელიც არ გაცვლის სამშობლოს მთელ ევროატლანტიკურ ღირებულებებზე, ხოლო ევროქართველი არის პედერასტი და ათეისტი, უმადური მოღალატე, რომელმაც "30 ვერცხლად" გაყიდა საქართველო, ქართული კულტურა და 10 მცნება! ასე მოახერხა ერთმა შუშის თვალებიანმა სულელმა დედაკაცმა სწორ ადგილას წაბორძიკება და ზიანი მიაყენა № 1-ლი ზესახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, რომელთა დასაცავადაც საქართველოში დანიშნეს, რადგან სათანადოდ ვეშეაფასა „წვრილმანების“ როლი - ადგილობრივი ეროვნული თავისებურებები.

   ჩვენ, ქართველებს, თავად ღმერთმა გვიბრძანა, "წვრილმანებს" ყურადღება მივაქციოთ. "2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის თავიდან აცილება შეიძლებოდა", - იმეორებს საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა და აღარავინ ფიქრობს - როგორ აიცილებდა საქართველო კონფლიქტს, თუ მისი ინიციატორი და ორგანიზატორი საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი იყო? განა ვინმემ გარედან მოახვია თავს საქართველოს კონფლიქტი, აიძულა ეომა, რათა ამ უკანასკნელს შეძლებოდა, ან ვერ შეძლებოდა ამის თავიდან აცილება?! პირიქით, პუტინმა გააფრთხილა: "მიხაილ ნიკოლაევიჩ, ნუ გააკეთებამას, თორემ პრეცედენტი პრეცედენტული გახდება!". რაც შეეხება ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის ორ რეგიონზე გაუვრცელებლობას, მოსკოვს შეეძლო წვლილი შეეტანა პრობლემის მოგვარებაში, თუ დაინახავდა თბილისის მტკიცე პოზიციას - არ მიემართა პრობლემის ძალისმიერი გადაწყვეტისთვის. ეს პოზიცია ახლა არსებობს და მაშინ, სააკაშვილის დროს, არ არსებობდა, მაგრამ ახლა საქართველო უფრო შორს არის აფხაზეთისა და სამაჩაბლოდან, ვიდრე 15 წლის წინ, 2008 წლის ბოლო სამხედრო კონფლიქტამდე.

   კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი „წვრილმანი“: ჩვენ უნდა დაველაპარაკოთ რუსეთს, გვჭირდება დიალოგი“, - ხმამაღლა აცხადებენ სხვადასხვა „პრორუსული“ პარტიები, მოძრაობები, მედია და საპარლამენტო ფრაქციები. მაგრამ შემდეგ, ხმადაბლა ავითარებენ აზრს - თორემ რუსებტანკებშემოიყვანენ, რუსეთმა უკრაინაში საკუთარივე სლავები არ დაინდო და ქართველებს, მით უმეტეს, არ დაგვინდობს!". მაშ, გამოდის, რომ რუსეთს უნდა ველაპარაკოთ როგორც ტერორისტს, მტერსა თუ გიჟს, რათა წინასწარ შევიტყოთ მისი განზრახვები - გამოვრიცხოთ მისი მხრიდან არაპროგნოზირებადი ქმედებები?! თითქოს "წვრილმანია", მაგრამ ყველა ეს "პრორუსული ძალა" საქართველოში, რომლებითაც მოსკოვში აღფრთოვანებული არიან, ისევე როგორც მთელი რუსოფობიური ოპოზიცია, აღიარებენ რუსეთს ოკუპანტად, არავითარი განსხვავება არაა! თუმცა ამ შემთხვევაში უკვე გიჟები გამოდიან აფხაზები და ოსები, რომლებსაც ჩვენ ქართველები ძმებს ვუწოდებთ და რომლებიც რუსებს ოკუპანტებად არ თვლიან.

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2023 წლის 9 აგვისტო
საქართველო, თბილისი