პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ევროსაბჭოს რეზოლუციაში წერია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს ქართულმა მხარემ დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტის ახალი ფაზა

 საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რომელსაც მხარი დაუჭირა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, წერია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს ქართულმა მხარემ დაიწყო ომის, შეიარაღებული კონფლიქტის ახალი ფაზა. ამით მათ მხარი დაუჭირეს ქართული ჯარის დადანაშაულებას ომის განახლებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამიტომაც დიდი ხსნის განმავლობაში საზოგადოებისთვის ეს დამალული იყო, თუმცა ახლა ამის შესახებ ყველამ იცის.

ამასთან, როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა უნდა გასცენ პასუხი კითხვას, ვინ იყო რეზოლუციაში ამ ჩანაწერის ინიციატორი.

მტკიცებას რაც შეეხება, ჩანაწერის ინიციატორი იყო რუსეთი თუ სხვა, მით უარესი, თუ ეს რუსეთი არ იყო და აღმოჩნდება, რომ თავად „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ჩართული ამ პროექტის შედგენაში და ისინი იყვნენ ამ ჩანაწერის ინიციატორები. ამიტომ მათ უნდა გასცენ პასუხი, ვინ იყო ამ ჩანაწერის ინიციატორი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ევროსაბჭოში „ნაციონალურ მოძრაობას“ მაშინ მხარი არ უნდა დაეჭირა რეზოლუციისთვის და ქართულ დელეგაციას დარბაზი უნდა დაეტოვებინა.

ამ რეზოლუციის მხარდასაჭერად საკმარისი უმრავლესობა იყო, რომ კარგი ნაწილები არ ჩავარდნილიყო და ქართულ სახელმწიფოს, მის წარმომადგენლებს ხელი არ უნდა გაესვარათ ასეთი ჩანაწერის მხარდაჭერაში. თავის გასასამართლებლად მათი მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ რეზოლუციაში არსებობდა სხვა ჩანაწერები, რომლებიც კარგი იყო საქართველოსთვის, მაგრამ კარგი ჩანაწერები რომ არ ჩავარდნილიყო, ამიტომ დაუჭირეს მხარი. ეს არის დადასტურებული ტყუილი. საკმარისი მხარდამჭერი იყო იმისთვის, რომ ქართულ დელეგაციას მაშინ დარბაზი დაეტოვებინა და საქართველოს მიმართ მოღალატეობრივი რეზოლუციის მიღებაში მონაწილეობა არ მიეღო“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.