უცხოეთი
პოლონეთის შს მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ პოლონეთი ბელარუსის საზღვართან 2 000 ჯარისკაცს გაგზავნის

 საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. პოლონეთი ბელარუსის საზღვართან 2 000 ჯარისკაცს გაგზავნის, – ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მაცეი ვოსიკმა განაცხადა.

პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ჯარისკაცები სასაზღვრო დაცვის საქმიანობას პოდლასიეს და ლუბლინის რეგიონებში გააძლიერებენ.

ვარშავაში აცხადებენ, რომ პოლონეთ-ბელარუსის ურთიერთობებზე ზეწოლა იზრდება და ახლა პოლონეთში მიგრანტების უკანონო შეღწევის ყველა მცდელობა ორგანიზებულია ბელარუსის ხელისუფლების მიერ.

პოლონეთი სულ უფრო მეტად შეშფოთებულია საზღვარზე არსებული სიტუაციით მას შემდეგ, რაც გასულ თვეში „ვაგნერის“ ასობით დაქირავებული მებრძოლი ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მიწვევით ქვეყანაში ჩავიდა.

1tv.ge