უცხოეთი
რუსეთის ინტერესების სექცია გამოხატავს ღრმა მწუხარებას რაჭის რეგიონში, შოვის დასახლების მიდამოში მეწყერის შედეგად დაღუპულთა და ნგრევებთან დაკავშირებით.

 საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის ინტერესების სექცია გამოხატავს ღრმა მწუხარებას რაჭის რეგიონში, შოვის დასახლების მიდამოში მეწყერის შედეგად დაღუპულთა და ნგრევებთან დაკავშირებით. ვუთანაგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. გამოვთქვამთ იმედს, რომ სამაშველო ოპერაცია დაკარგული ადამიანების მოსაძებნად წარმატებით დასრულდება.