უცხოეთი
მედიის ცნობით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აშშ ქვეყანას 66 მილიარდი დოლარით დაეხმარა

 საქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყანას 66 მილიარდი დოლარით დაეხმარა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, დიდი ნაწილი – 44 მილიარდი დოლარი სამხედრო სახის დახმარებაა, დანარჩენი კი – ფინანსური და ჰუმანიტარული.

გამოცემა წერს, რომ 2023 წლის ამერიკის საერთო სამხედრო ბიუჯეტის ფონზე, რომელიც 1,77 ტრილიონს შეადგენს, ეს დახმარება უმნიშვნელოდ გამოიყურება, თუმცა ის მაინც ნებისმიერი სხვა ქვეყნის მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებას აღემატება.

1tv.ge