უცხოეთი
სერგეი ლავროვი - ყველას, ვისაც დასავლეთი სთხოვს, მიიღოს „ზელენსკის ფორმულა“, უნდა ესმოდეს, რომ რუკაზე არის მილიონობით რუსის ბედი, რომელთა განადგურებას კიევი აპირებს

 საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. ყველას, ვისაც დასავლეთი სთხოვს, მიიღოს „ზელენსკის ფორმულა“, უნდა ესმოდეს, რომ რუკაზე არის მილიონობით რუსის ბედი, რომელთა განადგურებასაც კიევი აპირებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ანგლოსაქსები და მათი მოკავშირეები იცავენ ნაცისტებს კიევში და ამართლებდნენ მათ ქმედებებს ადამიანის უფლებებისა და ეროვნული უმცირესობების უფლებების დარღვევის დროს.

ლავროვმა შესთავაზა დასავლეთს, სთხოვოს ზელენსკის, წარმოადგინოს სხვა „ფორმულა“, როგორ ხედავს კიევი რუსი ხალხის მდგომარეობას მათ ქვეყანაში.

1tv.ge