პოლიტიკა
„ზოოპარკში, ერთ დიდ გალიაშია ხართ ჩასაკეტი ყველანი!“ - არნო ხიდირბეგიშვილი

   „კობახიძის და ზახაროვას ადვოკატი არ ვარ, მაგრამ უსამართლობას და ქოსა ტყუილებს ვერ ვიტან! 2022 წლის 24 ივლისი, არნო ხიდირბეგიშვილის პუბლიკაციიდან: "ტერმინი „მეორე ფრონტი“ მართლაც პირველმა გამოვიყენე, და არა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. 26 თებერვალს, სპეცოპერაციის დაწყების მეორე დღეს ვივარაუდე, რომ „საქართველოს მოეთხოვებოდა რუსეთის წინააღმდეგ "მეორე ფრონტის" გახსნა“ და მართალი აღმოვჩნდი - ცოტა მოგვიანებით ამის შესახებ განაცხადეს კიევის ხელისუფლების ლიდერებმა და პიონტკოვსკიმ, შემდეგ - საქართველოს დასავლელი "მეგობრების" ჯგუფმა აშშ-სა და ევროკავშირიდან - პოლიტიკოსებმა, დიპლომატებმა, ლობისტებმა. მმართველი პარტიისა და საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელებმა ეს მხოლოდ ერთი თვის შემდეგ, მარტის ბოლოს, ან კიდევ უფრო გვიან დააფიქსირეს."

   ახლა, 2003 წლის 3 აგვისტოს, "მთავარი არხის" ქლესა მატყუარები აცხადებენ: "მმართველი გუნდის ლიდერების გზავნილები და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოდიოზური პრესსპიკერის განცხადებები იდენტურია. მარია ზახაროვა საზოგადოების პროტესტს დასავლეთიდან მართულს უწოდებს და აცხადებს, რომ ოპოზიცია შეერთებული შტატების ელჩის დირექტივებით ხელმძღვანელობს"

არამზადებო! სულ დაბრმავდით?! იხილეთ ორი დღით ადრე:

2023 წლის 1 აგვისტო:, Арно Хидирбегишвили: «Поколотить российских туристов с лайнера «Astoria Grande» заказала посол США" - интервью телеканалу "ЗВЕЗДА"

2023 წლის 1 აგვისტო, Арно Хидирбегишвили: «Провокация в Батуми была заказана послом США в Грузии Келли Дегнан» - интервью телеканалу РБК

2023 წლის 2 აგვისტო, პუბლიკაციები SAQINFORM-ზე და NEWS FRONT-ზე:

   ახლა რას იტყვით, აყროლებულო გაიძვერებო?! "ოცნების" და "კრემლის" დადანაშაულება უფრო "ყვირის", ხო, ახვრებო?! ვინც თქვენ და თქვენი ტელეკომპანიების უკლებლივ ყველა სტუმარს ჟურნალისტობა და ანალიტიკოსობა დააბრალა, ზოოპარკშია ჩასაკეტი! დიდ გალიაში, თქვენთან ერთად!“, - წერს თავის Facebook-გვერდზე საქინფრმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი.

2023 წლის 3 აგვისტო
საქართველო, თბილისი