უცხოეთი
ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, ყველა მაღალჩინოსანი მხოლოდ რუსული წარმოების ავტომობილებით უნდა გადაადგილდეს

 საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, ყველა მაღალჩინოსანი მხოლოდ რუსული წარმოების ავტომობილებით უნდა გადაადგილდეს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა მრეწველობის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ვლადიმერ პუტინი აღნიშნავს, სამინისტროები და უწყებები ითხოვენ, გაგრძელდეს უცხოური წარმოების ავტომობილების შეძენა, რაც, მისი თქმით, სრულიად გამორიცხული უნდა იყოს. მისი თქმით, ქვეყნის ყველა მაღალჩინოსანმა სამამულო წარმოების ავტომობილებით უნდა იაროს, რადგან ეს უფრო „მოკრძალებული“ იქნება.

როგორც პუტინი აღნიშნავს, „მაღალჩინოსნებს უნდა ესმოდეთ, რომ საჭიროა ეროვნული ბრენდების განვითარებისკენ მისწრაფება“.

1tv.ge