უცხოეთი
რუსული მედიის ცნობით, რუსეთი ბალტიის ზღვაში სამხედრო-საზღვაო წვრთნებს მართავს

 საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთი ბალტიის ზღვაში სამხედრო-საზღვაო წვრთნებს მართავს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სწავლებაში, სახელწოდებით „ოკეანის ფარი 2023“, მონაწილეობას მიიღებს 30-ზე მეტი საბრძოლო ხომალდი და კატარღა, 30 საფრენი აპარატი და ექვსი ათასი სამხედრო მოსამსახურე.

თავდაცვის უწყების ცნობით, ბალტიის ზღვის აკვატორიაში რუსეთის სამხედრო წვრთნის ფარგლებში ჩატარდება 200-ზე მეტი საბრძოლო მანევრი, მათ შორის იარაღის პრაქტიკული გამოყენებით.

1tv.ge