საზოგადოება
„ჩაინა დეილი“: ირაკლი ღარიბაშვილმა და სი ძინპინმა ჩინეთ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ განაცხადეს

 საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. „ჩაინა დეილი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ჩინეთის ლიდერის შეხვედრის შესახებ წერს.

როგორც ჩინური გამოცემა იუწყება, სი ძინპინისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა სიჩუანის პროვინციაში, ქალაქ ჩენგდუში შედგა.

„ჩინეთსა და საქართველოს მიერ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან დღემდე ორმა ქვეყანამ განამტკიცა პოლიტიკური ურთიერთნდობა და მიაღწია დიდი წარმატებას სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კუთხით“, – განაცხადა სი ძინპინმა.

„ჩაინა დეილის“ ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერებმა ჩინეთ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ განაცხადეს.

„ეს არის ახალი საწყისი წერტილი, ჩინეთმა და საქართველომ უნდა დაგეგმონ ურთიერთობები სტრატეგიული და გრძელვადიანი პერსპექტივით, ხელი შეუწყონ სტრატეგიული პარტნიორობის ჯანსაღ, მდგრად განვითარებას, მისცენ ბიძგი ორი ქვეყნის განვითარებასა და აღორძინებას“, – განაცხადა სი ძინპინმა.