პოლიტიკა
საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6247 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6247 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6029 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0218 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9082 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.8752 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0330 ლარი შეადგინა. გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.