აქტუალური
ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ციხეშიც კი არ არის, და ასეთ დროს ჩვენ რომ გვიკეთებენ მინიშნებებს ჯანმრთელობაზე, უბრალოდ, არასწორია

 საქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი. კაცი პატიმარია და ციხეშიც კი არ არის, არასწორია, როდესაც ასეთ დროს კიდევ ჩვენ გვიკეთებენ მინიშნებებს, ისეთი განცხადებები უნდა გაკეთდეს, რომლებიც არ წაახალისებს თვითდაზიანებას სააკაშვილის მხრიდან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, მთელი ამდენი ხნის განმავლობაში სააკაშვილი არის უკიდურეს კომფორტში, კერძო კლინიკაში.

თქვენ ნახეთ იმავე ვიდეოკადრებიდან, როგორია მედპერსონალის დამოკიდებულება მის მიმართ და, საპირისპიროდ, როგორია სააკაშვილის დამოკიდებულება მედპერსონალის მიმართ. ასეთ დროს, როდესაც დამატებითი მინიშნებები კეთდება, უბრალოდ, არასწორია, არაეთიკურიცაა. კიდევ ჯანმრთელობაზე რომ მიდის მინიშნებები, მაშინ როდესაც საკუთარ თავს იზიანებდა ეს ადამიანი ჯერ გამოცხადებული და მერე გამოუცხადებელი შიმშილობით, ასეთ დროს კიდევ ჩვენ რომ გვიკეთებენ მინიშნებებს, ეს, უბრალოდ, არასწორია. ისეთი განცხადებები უნდა გაკეთდეს, რომელიც არ წაახალისებს თვითდაზიანებას სააკაშვილის მხრიდან“, – აღნიშნა კობახიძემ.