აქტუალური
ანდრეი პლენკოვიჩი: მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს უკრაინისა და შავი ზღვის მიმართულებით ქართული ხედვის გაცნობისთვის

 საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ძალიან მაღალი დონის ანალიზისთვის, ქართული ხედვის გაცნობისთვის უკრაინისა და შავი ზღვის მიმართულებით, – ამის შესახებ ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე აღნიშნა.

ამასთან, ანდრეი პლენკოვიჩის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული დისკუსია ძალიან ქმედითი იყო.

მოხარული ვარ, რომ ნაშუადღევს, ზაგრებში ჩვენ გავხსნით საქართველოს საელჩოს ხორვატიაში. ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა თქვენი ვიზიტისთვის ზაგრებში და ასევე მადლობას მოგახსენებთ ასევე ძალიან მაღალი დონის ანალიზისთვის, ქართული ხედვის გაცნობისთვის უკრაინისა და შავი ზღვის მიმართულებით, თქვენთან დისკუსია ძალიან ქმედითი იყო დღეს.

ბოლო 30 წლის განმავლობაში ხორვატიის რესპუბლიკაში ეს არის ირაკლი ღარიბაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი მას შემდეგ, რაც ვაღიარეთ ერთმანეთის დამოუკიდებლობა და მადლობას ვუხდი მას ვიზიტისთვის. დღეს საუბარი გვქონდა ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ხორვატიასა და საქართველოს შორის. ჩვენ ასევე შევეხეთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და იმ ამბიციებს, რომელიც ქვეყანას გააჩნია ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე. ვისაუბრეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, რუსეთის აგრესიაზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე საქართველოში და ასევე, შევეხეთ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ მდგომარეობას. საქართველოს გააჩნია ამბიცია, გახდეს ევროკავშირისა და ნატო-წევრი და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებებს“, – განაცხადა ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა.